ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში დღეს ეროვნული არქივი მაყურებელს სამ მოკლემეტრაჟიან ფილმს წარუდგენს
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში დღეს ეროვნული არქივი მაყურებელს სამ მოკლემეტრაჟიან ფილმს წარუდგენს
11:57 11.10.2018
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში გერმანული კინოს მუზეუმში ქართული კინოს რეტროსპექტივა იმართება, სადაც კოტე მიქაბერიძის ფილმის - „ჩემი ბებიას“ - ჩვენება და რეჟისორის შესახებ გამოცემული წიგნის პრეზენტაცია მოეწყო, დღეს კი საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების პროგრამა იქნება ნაჩვენები.

მონოგრაფიული ნაშრომი რეჟისორ კოტე მიქაბერიძის შესახებ 2017 წელს საქართველოს ეროვნული არქივისა და გამომცემლობა „სა.გა.“-ს თანამშრომლობით დაიბეჭდა. მიმდინარე წელს წიგნის ინგლისური ვერსიაც გამოიცა, რომელიც ავტორებმა სოსო დუმბაძემ და ეროვნული არქივის წარმომადგენელმა, კინომცოდნე ნინო ძანძავამ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე წარადგინეს.

ქართული ფილმების რეტროსპექტივის ფარგლებში დღეს ეროვნული არქივი მაყურებელს სამ მოკლემეტრაჟიან ფილმს წარუდგენს: „დილის ათი წუთი“ (1931), „ხაბაზები“ (1970) და „არაბესკები ფიროსმანის თემაზე“ (1985).

ქართული ფილმების რეტროსპექტივა გერმანიის კინოს მუზეუმში ნაწილია საგამომცემლო პროგრამისა „საქართველო - 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი“.

ბეჭდვა