ვენის ალბერტინას მუზეუმი ნიკო ფიროსმანაშვილის გამოფენას უმასპინძლებს
ვენის ალბერტინას მუზეუმი ნიკო ფიროსმანაშვილის გამოფენას უმასპინძლებს
15:22 05.10.2018
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ვენის ალბერტინას მუზეუმი ნიკო ფიროსმანაშვილის გამოფენას უმასპინძლებს. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, დღეს დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში პრესკონფერენცია გაიმართა.

ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე, მიხეილ გიორგაძე და ეროვნული გალერეის მმართველი, ეკა კიკნაძე უძღვებოდნენ. პრესკონფერენციას, ასევე წამყვანი ავსტრიული მედიასაშუალებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებიც თბილისს, ქართული კულტურის გაცნობის მიზნით სტუმრობენ.

ბეჭდვა