კახეთში ფესტივალი „Jazz and Wine Kakheti“ მიმდინარეობს
კახეთში ფესტივალი „Jazz and Wine Kakheti“ მიმდინარეობს
14:16 21.09.2018
მიმდინარე წლის 21-23 სექტემბერს, კახეთში, სასტუმროში „Lopota Lake Resort & Spa“, რიგით მეორე ფესტივალი - „Jazz and Wine Kakheti“ გაიმართება.

ფესტივალში მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები მონაწილეობენ. წლევანდელი „Jazz & Wine Kakheti”-ს ჰედლაინერია ცნობილი ამერიკელი ვოკალისტი, ჯუდით ჰილი. ფესტივალში, ასევე მონაწილეობენ: დუეინ დოფსი, Aglio Olio & Swing, Yessa, Bahama Soul Club და სხვა.

„Jazz and Wine Kakheti“-ს ფარგლებში, კონცერტების გარდა, ღვინის თემატიკასთან დაკავშირებული არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი: ქართული ღვინის კომპანიები მოაწყობენ ღვინის დეგუსტაციებს და ჯაზური მუსიკის ფონზე, სტუმრებს საშუალებას მისცემენ დააგემოვნონ სხვადასხვა სახის ღვინო; სამი დღის განმავლობაში ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ მსოფლიოში ცნობილ მუსიკოსებთან ერთად, მონაწილეობა მიიღონ რთველში, ამოავლონ ჩურჩხელა და დაწურონ ღვინო.

ბეჭდვა