„ბლექ სი ჯაზ ფესტივალი 2012"-ის (Black Sea Jazz festival 2012) ბათუმში დღეს დაიხურება.
ფესტივალს ბრაზილიური მუსიკის ცოცხალი
ლეგენდა სერჟიო მენდესი დახურავს.
წლევანდელ ფესტივალს სტუმრობდნენ ისეთი ვარსკვლავები როგორებიც არიან - ლარი გრეჰემი, ლეგენდარული გიტარისტი ჯონ სკოფილდი, ვირტუოზი პიანისტი ჯოი კალდერაცო, ბექა გოჩიაშვილი თავისი ვარსკლავური სექსტეტით, ქალთა შორის ბიტბოქსში მსოფლიო ჩემპიონი ბათერსკოჩი, ჯგუფ „ბლექ ეიდ ფის“ –ის წევრი Dj TABOO.
„ბლექ სი ჯაზ–ფესტივალის“ ფარგლებში ბათუმის ქუჩებში მუსიკალური და სანახაობრივი შოუები უკვე გაიმართა.
ფესტივალი ბათუმში 17 ივლისს გაიხსნა.
