ბათუმის კორტებზე დღეს, ლეგენდარული გიტარისტი ჯონ სკოფილდი დაუკრავს.
გიტარისტი ბათუმში „ბლექ სი ჯაზ ფესტივალი
2012"-ის (Black Sea Jazz festival 2012) ფარგლებში ჩამოვიდა და მსმენელის წინაშე ბაჩა მძინარაშვილის კვინტეტ „რენ ბარეტთან“ ერთად წარსდგება.
ფესტივალის ფარგლებში, ელექტრონული მუსიკის მოყვარულებისთვის „ბლექ აიდ ფისის“ წევრი დიჯეი ტაბუ დაუკრავს.
მსმენელის წინაშე წარსდგება ასევე, ვირტუოზი პიანისტი ჯოი კალდერაცო და ბექა გოჩიაშვილის ვარსკვლავური სექსტეტი.
ფესტივალს 22 ივლისს, ბრაზილიური მუსიკის ცოცხალი ლეგენდა სერჟიო მენდესი დახურავს.
„Black Sea Jazz festival 2012“ ბათუმში 17 ივლისს გაიხსნა.
