„საქართველოს ბანკის“ ცენტრალურ ოფისში დღეს, 26 ივლისს „შვიდკაცას“ პრესკონფერენცია გაიმართება,
რომელსაც დაესწრებიან ანსამბლის წევრები, დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი, რეჟისორი ბასა ფოცხიშვილი, „ბლექ სი არენას“ დირექტორი, ანი კავლელიშვილი და „საქართველოს ბანკის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ხათუნა კაკაბაძე. საუბარი შეეხება „ბლექ სი არენაზე“ დაგეგმილ „შვიდკაცას“ 20 წლის საიუბილეო საღამოს.
11 აგვისტოს, „Check In Georgia“-ს ფარგლებში, „ბლექ სი არენაზე“ „შვიდკაცასა“ და „Take 6“-ის ერთობლივი კონცერტი გაიმართება. „შვიდკაცას“ საიუბილეო კონცერტი ანსამბლის სცენაზე მოღვაწეობის 20 წლის იუბილესა და საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს ეძღვნება. ღონისძიების სპეციალური სტუმარია 10 „გრემის“ მფლობელი ამერიკული აკაპელა ჯგუფი „Take 6“. კონცერტში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით.
პრესკონფერენცია 13:00 საათზე დაიწყება.
