დღეს თბილისური ეზო - „იას უთხარით“ გაიმართება
დღეს თბილისური ეზო - „იას უთხარით“ გაიმართება
11:29 25.07.2018
პროექტის „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, დღეს, 20:00 საათზე, აღმაშენებლის N111-ში გაიმართება თბილისური ეზო - „იას უთხარით“.

ღონისძიებაზე, მსმენელის წინაშე წარდგებიან მუსიკოსი და კომპოზიტორი გოგი ძოძუაშვილი და მსახიობი მზია არაბული. ექსპერიმენტული პროექტი ელექტრონული მუსიკისა და ხევსურული სიმღერის სინთეზს წარმოადგენს.

ღონისძიება, რომელიც ორგანიზებულია Artarea-ს მიერ, თბილისის მერიის პლატფორმის - „თბილისის ცის ქვეშ“ ზაფხულის სეზონის დაასრულებს.

ბეჭდვა