Black Sea Arena-ზე დღეს ლეგენდარული რობერტ პლანტისა და „Sensational Space Shifters“-ის
კონცერტით შავი ზღვის რიგით მე-12 ჯაზ ფესტივალი გაიხსნება.
შავი ზღვის სანაპირო რიგით მე-12 ჯაზფესტივალს 19-22 ივლისს უმასპინძლებს. წლევანდელი ფესტივალის „ჰედლაინერია“რობერტ პლანტი და “Sensational Space Shifters”. შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალში წელს ასევე მონაწილეობენ: ჯგუფი“Trombone Shorty & Orleans Avenue”, DJ Lo Down Loretta Brown aka Erykah Badu, მუსიკოსი Wyclef Jean,R+R=NOW - რობერტ გლასპერის, ტერას მარტინის, ქრისტიან სკოტის,დერიკ ჰოჯის, ტეილორ მაქფერინისა და ჯასთინ ტაისონის შემადგენლობით, DJ “Mop Mop”.
20,21 და 22 ივლისის საფესტივალო კონცერტები ტრადიციულად ბათუმის ჩოგბურთის კლუბში გაიმართება.
