საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი
ღონისძიებების ფარგლებში, რუსთაველის თეატრში, საზღვარგარეთ მოქმედი ქართული ქორეოგრაფიული ანსამბლის „იბერიელები“ კონცერტი გაიმართა.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ.
მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საიუბილეო თარიღის მნიშვნელობაზე და ისაუბრა საზღვარგარეთ მოქმედი ფოლკლორული ანსამბლების უმნიშვნელოვანეს როლზე, რომელსაც ისინი ასრულებენ ქართული კულტურის პოპულარიზაციაში. დავით დონდუამ ასევე აღნიშნა, რომ დიასპორასთან ურთიერთობა საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.
მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ანსამბლ „იბერილებს“ და წარმატებები უსურვა შემდგომ საქმიანობაში.
