ეროვნული არქივის აუდიოსტუდიაში მწერალმა ბესო ხვედელიძემ საკუთარი ნაწარმოებები ჩაწერა
ეროვნული არქივის აუდიოსტუდიაში მწერალმა ბესო ხვედელიძემ საკუთარი ნაწარმოებები ჩაწერა
13:53 19.07.2012
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის აუდიოსტუდიაში ლიტერატურული პრემია „საბას“ წლის  საუკეთესო პროზაული კრებულის ნომინაციაში გამარჯვებულმა მწერალმა ბესო ხვედელიძემ გამარჯვებული კრებულიდან - „წითელი“ საკუთარი ნაწარმოებები ჩაწერა.
როგორც „ნიუსპრესს“ ეროვნული არქივიდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში, თანამედროვე ავტორები საკუთარ ნაწარმოებებს წაიკითხავენ და მათი ფონოჩანაწერები არქივში, ათწლეულების წინათ შექმნილ ქართველი კლასიკოსი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების აუდიოჩანაწერებთან ერთად შეინახება.
ფონოარქივში აკაკი წერეთლის, გალაკტიონ ტაბიძის, იოსებ გრიშაშვილის, პაოლო იაშვილის, გრიგოლ რობაქიძის, კონსტანტინე გამსახურდიას და სხვათა ფონოჩანაწერებია დაცული, რომელშიც ისინი საკუთარ ნაწარმოებებს კითხულობენ.
პროექტის ფარგლებში, ეროვნული არქივის ფონოსაცავში ლიტერატურული პრემია „საბას“ ყველა გამარჯვებულის, თანამედროვე ავტორების, ასევე, ახალგაზრდა შემოქმედების ჩანაწერები შეინახება, რომლებიც წლებთან ერთად დიდ მნიშვნელობას შეიძენს.

ბეჭდვა