საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ ხვალ თბილისის თანამედროვე ხელოვნების პირველი საერთაშორისო ბაზრობა გაიხსნება.
საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ ხვალ თბილისის თანამედროვე ხელოვნების პირველი საერთაშორისო ბაზრობა გაიხსნება.
14:26 16.05.2018
ბაზრობა 20 მაისის ჩათვლით გაგრძელდება და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ოცდაათ გალერეასა და ორმოც დამოუკიდებელ ხელოვანს გააერთიანებს. გალერეების სექციაში თიბისი არტ გალერეა გურამ თიკანაძისა და რობერტ კაპას ფოტოგამოფენას წარმოადგენს.

პროგრამა:

გალერეების სექცია: 17-20 მაისი, მე-11 პავილიონი

სახელოსნო Hive: 17-20 მაისი, მე-5 პავილიონი

TAF გამოფენები:

1. „ფოტოგრაფიის სამი საუკუნე საქართველოში.“ 17-20 მაისი, მე-6 პავილიონი

2. „ომი დროებით შეჩერებულია.“ 17-20 მაისი, მე-9 პავილიონი.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია TKT.GE-ზე და „ექსპო ჯორჯიას“ სალაროებში. ფასი: 10 ლარი.

ბაზრობის სამუშაო საათები:

• 17 მაისი 18:00-19:00

• 18 მაისი 12:00-19:30

• 19 მაისი 12:00-19:30

• 20 მაისი 12:00-18:00

პროექტის ოფიციალური მხარდამჭერია თიბისი სტატუსი.
ბაზრობა 17 მაისს, 18:00 საათზე გაიხსნება.







ბეჭდვა