ქოლგა თბილისი ფოტოფესტივალის ფარგლებში თიბისი გალერეასა და თიბისი არტ გალერეაში გამოფენები გაიხსნება
ქოლგა თბილისი ფოტოფესტივალის ფარგლებში თიბისი გალერეასა და თიბისი არტ გალერეაში გამოფენები გაიხსნება
09:35 08.05.2018
თიბისი არტ გალერეაში დღეს ლევან ხერხეულიძის გამოფენა - „spirit”- გაიხსნება. გამოფენა ქართველი ადამიანების პორტრეტებისგან შედგება.
აღნიშნული გამოფენა 18:30-ზე გაიხსნება.
ასევე დღეს, თიბისი გალერეა 3 გამოფენას უმასპინძლებს:

• არსად მახლობლად (ავტორი- ლეაკე პოსელტი, მეს გრივი);

• ჩემი სახე შენი პეიზაჟია (მაქს კარდელი);

• რევოლუცია. ალტერნატიული მზერა (ბილ ოუენსი).
ეს გამოფენები კი 19:30-ზე გაიხსნება.

newspress.ws.com.ge
ბეჭდვა