თიბისი გალერეაში დღეს გამოფენა - „ჩემი რობერტ ფროსტი“ გაიხსნება
 თიბისი გალერეაში დღეს გამოფენა - „ჩემი რობერტ ფროსტი“ გაიხსნება
09:32 27.04.2018
თიბისი გალერეაში დღეს ქართველი ხელოვანის, ოლესია თავაძის გამოფენა - „ჩემი რობერტ ფროსტი“ გაიხსნება.

გამოფენის ფარგლებში 50-ზე მეტი გრაფიკული ნამუშევრის სერია იქნება წარმოდგენილი, რომლებიც ამერიკელი პოეტ-ფილოსოფოსის - რობერტ ფროსტის პოეტური ნაწარმოებების ილუსტრაციებს წარმოადგენს.

ასევე გამოფენაზე ამავე სახელწოდების ალბომის პრეზენტაცია შედგება.
გამოფენა 18:00 საათზე გაიხსნება.

ბეჭდვა