რამაზ ჩხიკვაძის დაბადების დღე რამდენიმე ღონისძიებით აღინიშნება
რამაზ ჩხიკვაძის დაბადების დღე რამდენიმე ღონისძიებით აღინიშნება
10:58 28.02.2012
ქართველ მსახიობს, რამაზ ჩრიკვაძეს დღეს 84 წელი შეუსრულდებოდა.   ამასთან დაკავშირებით დღეს საღამოს, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის დიდ დარბაზში მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი თეატრალიზებული საღამო გაიმართება.
საღამოზე ცნობილი ფილმებიდან და სპექტაკლებიდან ჩხიკვაძის მონაწილეობით ნაწყვეტებს უჩვენებენ, მსახიობები აუდიტორიას არტისტის ცხოვრების აქამდე უცნობ დეტალებსაც უამბობენ. დღესვე, რამაზ ჩხიკვაძის სახელობის საქველმოქმედი ფონდიც დაარსდება.
რამაზ ჩხიკვაძის იუბილესთან დაკავშირებით, დღეს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში რამაზ და ნატალია ჩხიკვაძეების საფლავს აკურთხებენ. ილია ჭავჭავაძის #5ა-ს კი, რამაზ და ნატალია ჩხიკვაძეების სახელი მიენიჭება და მემორიალური დაფა გაიხსნება.
რამაზ ჩხიკვაძე რუსთაველის თეატრში 1951 წლიდან მუშაობდა, სადაც უამრავი სხვადასხვა როლი შეასრულა. მათ შორის სპექტაკლებში - "ჭინჭრაქა", "მეფე ლირი", "კავკასიური ცარცის წრე", "ყვარყვარე". ამასთანავე, მსახიობს 41 კინოროლი აქვს შესრულებული.

1961 წელს რამაზ ჩხიკვაძეს საქართველოს დამსახურებული არტისტის, ხოლო 1972 წელს სახალხო არტისტის წოდება მიანიჭეს.

რამაზ ჩხიკვაძე გასულ წელს, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ბეჭდვა