გალერეა „ერთში“ ქართველი არტისტის, ლევან სონღულაშვილის პერსონალური გამოფენა - “სტიქსი“
გაიხსნება.
„სტიქსი“ მულტიმედიური პროექტია, რომელიც ლევან სონღულაშვილის მიერ შექმნილ ფერწერულ ნამუშევრებს, ვიდეოსა და ინსტალაციას აერთიანებს.
პროექტის მხარდამჭერია თიბისი სტატუსი.
გამოფენა 19:00 საათზე გაიხსნება.
