რუსთაველის გამზირზე ძმები ზდანევიჩების კედლის მხატვრობა განადგურდა
 რუსთაველის გამზირზე ძმები ზდანევიჩების კედლის მხატვრობა განადგურდა
18:26 13.03.2018
თბილისში, ყოფილ „ოფიცერთა სახლში“ განთავსებული სავაჭრო ობიექტის სარდაფში არსებული პანო, რომელიც პოლონელ მხატვრებს ძმებ ზდანევიჩებს ეკუთვნოდათ, სრულიად განადგურებულია.
ამასთან დაკავშირებით ცნობილი დღეს გახდა, რაც ადგილზე მთაწმინდის მაჟორიტარმი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი მივიდა.
„დღეს გადავწყვიტე მისვლა და ზდანევიჩის კედლის მოხატულობის მონახულება რუსთაველის 16 ნომერზე მდებარე ოფიცერთა სახლის სარდაფში. დამხდა რა: იქ სადაც ცისფერ ყანწელები იკრიბეოდენ, იქ სადაც თბილისის კულტურული ცხოვრება ჩქეფდა, დღეს იყიდება დაბალი ხარისხის ტანსაცმელი. ქართველმა მფლობელებმა დაკისრებული მოვლა პატრონობის მაგივრად გაანადგურეს ეს ისტორიული ადგილი, გაათეთრეს გაფხიკეს კედლები გაჭრეს და არაფერი დატოვეს“- განაცხადა ზურაბიშვილმა.


ბეჭდვა