ფესტივალი „არტ-გენი 2012“-ის რეგიონულ ტურს დღეს ფოთი უმასპინძლებს.
როგორც „ნიუსპრესს“ ფესტივალის ორგანიზატორებმა აცნობეს, ფოთში, ოქროს ტბის პირას, სამეგრელოსა და აჭარის ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლებს, რეწვისა და ზეპირსიტყვაობის ნიმუშებს წარადგენენ.
ფესტივალის რეგიონული ტური დღეს დასრულდება. 21-დან 29 ივლისის ჩათვლით „არტ-გენი“-ს შემაჯამებელი 9-დღიანი დასკვნითი ნაწილი კი, ტრადიციულად თბილისში, საქართველოს ხუროთმოძღვრებისა და ყოფის სახელმწიფო მუზეუმში გაიმართება.
წლევანდელი ფესტივალის თემაა „გაუფრთხილდი ოჯახს", რაც ოჯახური ტრადიციებისა და კულტურული ფასეულობების გაფრთხილებასა და შენარჩუნებას გულისხმობს.
ფესტივალი „არტ-გენი“ უკვე მეცხრე წელია ჯგუფი „არტ-გენი”-ის ორგანიზებით ტარდება. მის ძირითად მიზანს ქართული ფოლკლორის და სხვადასხვა ტრადიციების მოძიება და მათი პოპულარიზაცია წარმოადგენს.
