თიბისი გალერეა და სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია დღეს ალექსანდე კოტორაშვილის საიუბილეო
გამოფენას მართავს.
ალექსანდე კოტორაშვილმა სპორტულ ფოტოგრაფიაში მოღვაწეობა 1957 წელს დაიწყო. მის გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ნამუშევრები, რომლებიც ქართული სპორტის ბოლო 60 წლის პერიოდს ასახავს.
გამოფენაზე ასევე გაიმართება ფოტოალბომის „ალექსანდე კოტორაშვილის 100 ფოტოს“ პრეზენტაცია და გოგი თორაძის ფილმ „ ფოტოკორესპოდენტის“ ჩვენება.
გამოფენა 17:00 საათზე გაიხსნება.
