ნინოწმინდაში პროექტის ,,მრავალფეროვანი საქართველოს" ფარგლებში ღონისძიება - კონცერტი გაიმართა
 ნინოწმინდაში პროექტის ,,მრავალფეროვანი საქართველოს" ფარგლებში ღონისძიება - კონცერტი გაიმართა
16:00 03.08.2017
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის, გამგეობის კულტურის სამსახურის ორგანიზებითა და დახმარებით ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში ინიცირებული პროექტის ,,მრავალფეროვანი საქართველო'' ფარგლებში გაიმართა ღონისძიება - კონცერტი, სადაც სომეხი და ქართველი მწერლების საიუბილეო თარიღების მიხედვით მკითხველთან ინტერაქციის რეჟიმით დიალოგი, ასევე სომხურ ენაზე გამოცემული წიგნების პრეზენტაცია გამართეს.
კონცერტში საქართველოს სომეხთა ეპარქიის ,,ჰაიარტუნ" კულტურულ - საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ცენტრის, ერევნიდან ჩამოსული და ადგილობრივი ახალგაზრდა მუსიკოსები მონაწილეობდნენ. ბოლოს სკოლებსა და ბიბლიოთეკებს სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული წიგნები გადასცეს საჩუქრად.


ბეჭდვა