ნინოწმინდის კულტურის ცენტრში გამოფენა ,,მარჯვე ხელები“ გაიხსნა
ნინოწმინდის კულტურის ცენტრში გამოფენა ,,მარჯვე ხელები“ გაიხსნა
14:49 06.04.2017
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის მიერ (უფროსი ჟორა სნხჩიან) ნინოწმინდის კულტურის ცენტრში ოთხდღიანი გამოფენა სახელწოდებით ,,მარჯვე ხელები“ გაიხსნა.
ფესტივალზე მუნიციპალიტეტის ოთხი სოფლიდან და ნინოწმინდიდან წარმოდგენილია დაახლოებით 200 -ზე მეტი სხვადასხვა სახის ხელნაკეთი ნამუშავარი. მათგან გამგეობის კულტურის სამსახურში შექმნილი სპეციალური ჟიური ექვს საუკეთესოს შეარჩევს, რომელთა ავტორებიც ფასიანი საჩუქრებით, დიპლომებითა და საპატიო სიგელით დაჯილდოვდებიან.

ბეჭდვა