კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ეროვნული კინოცენტრი და საქართველოს
კინოაკადემია ლეგენდარულ ქართველ რეჟისორ ელდარ შენგელაიას 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო მიღებას უმასპინძლებენ.
ღონისძიებას ცნობილ ქართველ კინემატოგრაფისტებთან ერთად კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ზურაბ მაღალაშვილი და საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტი - ზაზა ურუშაძე დაესწრებიან. ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებენ ზაქრია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის“ მოსწავლეები.
ღონისძიება 13:00 საათზე დაიწყება.
