ხულოში საახალწლო კონცერტი გაიმართა
ხულოში საახალწლო კონცერტი გაიმართა
17:44 30.12.2017
ხულოს იუსუფ ზოიძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობაში საახალწლო კონცერტი გაიმართა. წლევანდელი ღონისძიება თავისი მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. მასში მონაწილეობდნენ ფიფქია, თოვლის ბაბუა, პატარა სანტა კლაუსები და სხვადასხვა ანიმაციური ფილმების პერსონაჟები, რაც განსაკუთრებულ ელფერს სძენდა ღონისძიებას. წარმოდგენილი იყო მუსიკალური ნომრებიც. მონაწილეობდნენ ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „არგინეთი“, უხუცესთა ანსამბლი „ბერმუხა“, ვოკალური ანსამბლები „ხულო“ და „გოდერძი“, სოფელ დიდაჭარის ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „მერმისი“, სახელოვნებო სკოლისა და ზედა ვაშლოვანის ბავშვთა ანსამბლები და მომღერალი რამაზ ფასანიძე.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ და დამდეგი ახალი წელი მიულოცეს მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა მელაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ დიმიტრაძემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში ანზორ ბოლქვაძემ.

ღონისძიება მრავალჟამიერის ფონზე დასრულდა.

ბეჭდვა