„არტ-გენი 2012“–ის მესამე რეგიონალურ ტურს წყალტუბოს ცენტრალური პარკი უმასპინძლებს
„არტ-გენი 2012“–ის მესამე რეგიონალურ ტურს წყალტუბოს ცენტრალური პარკი უმასპინძლებს
10:06 08.07.2012
ფესტივალი „არტ-გენი 2012“-ის მესამე რეგიონალურ ტურს დღეს წყალტუბოს ცენტრალური პარკი უმასპინძლებს.

ფესტივლზე წარმოდგენილი იქნებიან იმერეთში მოქმედი ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები, ასევე, ადგილობრივი რეწვისა და ზეპირსიტყვაობის ნიმუშები.

როგორც „ნიუსპრესს“ ფესტივალის ორგანიზატორებმა აცნობეს, წყალტუბოს შემდეგ რეგიონალური ტური ჩოხატაურში გადაინაცვლებს და 12 ივლისს ფოთში, მალთაყვას ტყე–პარკში დასრულდება.

21 ივლისიდან 29 ივლისის ჩათვლით კი, „არტ–გენი“-ის შემაჯამებელი 9 დღიანი დასკვნითი ნაწილი ტრადიციულად თბილისში, გ. ჩიატაიას სახელობის საქართველოს ხუროთმოძღვრებისა და ყოფის სახელმწიფო მუზეუმში გაიმართება.

ფესტივალი “არტ–გენი” უკვე მეცხრე წელია ტარდება და მის მიზანს ქართული ფოლკლორის და სხვა ძირძველი ტრადიციების მოძიება და მათი პოპულარიზაცია წარმოადგენს. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.



ბეჭდვა