მერაბ ბერძენიშვილის კულტურის საერთაშორისო ცენტრ „მუზაში“ დღეს, ქართველი მომღერლის გიული ჩოხელის ნამუშევრების
გამოფენა - „არაჩვეულებრივი გამოფენა“ გაიმართება. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ „მუზადან“ აცნობეს.
ცენტრის ინფორმაციით, საქართველოს სახალხო არტისტი, სიმღერის და საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალების მრავალგზის ლაურიატი, „სოპოტი-67“-ის გრან-პრის მფლობელი გიული ჩოხელი წლების განმავლობაში, წარმატებით მოღვაწეობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში; სწორედ იქ გადაწყვიტა უჩვეულო, პოლიეთილენის მასალით შეექმნა ნამუშევრები.
გამოფენაზე მის მიერ შექმნილი ნატურმორტები და პორტრეტები იქნება წარმოდგენილი.
