მერაბ ბერძენიშვილის კულტურის საერთაშორისო ცენტრ „მუზაში“ 8 ივლისს, ქართველი მომღერლის გიული ჩოხელის ნამუშევრების გამოფენა
- „არაჩვეულებრივი გამოფენა“ გაიმართება. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ ცენტრ „მუზადან“ აცნობეს.
ცენტრის ინფორმაციით, საქართველოს სახალხო არტისტი, სიმღერის და საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალების მრავალგზის ლაურიატი, „სოპოტი-67“-ის გრამპრის მფლობელი გიული ჩოხელი წლების განმავლობაში, წარმატებით მოღვაწეობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. სწორედ იქ გადაწყვიტა უჩვეულო, პოლიეთილენის მასალით შეექმნა ნამუშევრები.
გამოფენაზე მის მიერ შექმნილი ნატურმორტები და პორტრეტები იქნება წარმოდგენილი.
