"ოსკარის" 48-ე დაჯილდოების ცერემონიალზე საუკეთესო ფილმად "არტისტი" დასახელდა.
მიშელ ჰაზანავიჩუსის ფილმმა 5 ოსკარი მიიღო. თავად ჰაზანავიჩუსი კი - წლის საუკეთესო რეჟისორად დაასახელეს.
ოსკარი ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის მერილ სტრიპმა, ხოლო მამაკაცის როლისთის - ჟან დუჟარდემა მიიღო. ოსკარები მეორე ხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის მსახიობებმა - ოქტავია სპენსერმა და კრისტოფერ პლამერმა მოიპოვეს.
საუკეთესო უცხოური ფილმის ტიტული ირანელი რეჟისორის - ასგარ ფახადის ფილმმა "ნადირასა და სიმინის გაყრამ" დაიმსახურა, საუკეთესო ანიმაციურ ფილმად კი - "რანგო" დასახელდა.
ფილმმა "რკინის ლედი" ოსკარი საუკეთესო ვიზაჟისთვის მიიღო. 4 ოსკარი მოიპოვა მარტინ სკორსეზეს ფილმმა "ჰუგო-დროის მცველი".
წელს, ამერიკის კინო აკადემიის 48-ე დაჯილდოებაზე, საუკეთესო ფილმის ნომინაციაზე 9 ფილმი იყო წარდგენილი.
