კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ საბათლოში არქეოლოგიურ გათხრებს გეგმავს.
გათხრები, სავარაუდოდ, მარტის ბოლოდან დაიწყება. სპეციალისტები საბათლოში გასულ წელს აღმოჩენილ ნაქალაქარს შეისწავლიან.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქეოლოგიური მართვის ცენტრის ხელმძღვანელის იულონ გაგოშიძის განცხადებით, დაგეგმილი სამუშაოების მთავარი მიზანი ძეგლის რაობის დადგენა და მისი განადგურებისგან დაცვაა.
სოფელ საბათლოში ადგილობრივმა იაშა ღაჯაიანმა საკუთარი მიწის ნაკვეთის დამუშავებისას 2011 წლის 10 აპრილს სვეტის ძირი აღმოაჩინა.
სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ საბათლოში აღმოჩენილი სვეტის ძირი, ძველი წელთაღრიცხვის V-IV საუკუნეებში აგებული შენობის ნაწილი უნდა იყოს.
