თბილისის ისტორიის მუზეუმში ხვალ გამოფენა -,,კარანტინი“ გაიხსნება.
როგორც „ნიუსპრესს“ საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან აცნობეს, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიის სახვითი ფაკულტეტის მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტთა მიერ შესრულებული ნამუშევრები - ფერწერა, გრაფიკა, ფოტო, ვიდეო, ინსტალაცია, სკულპტურა.
ეროვნულ მუზეუმში აცხადებენ, რომ გამოფენა „კარანტინი“ ახალი თაობის ხელოვანთა შემოქმედებით ინტერესებს ფართო სპექტრით წარმოაჩენს.
გამოფენა თბილისის ისტორიის მუზეუმში 14 ივლისამდე გაგრძელდება.
