უკრაინის დედაქალაქში „თბილისობის“ დღესასწაული აღნიშნეს.
ღონისძიება, რომელიც უკვე წლებია ტრადიციულად იმართება ქ. კიევის ცენტრში, ანდრეევსკის დაღმარათზე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა უკრაინაში გელა დუმბაძემ საზეიმოდ გახსნა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მრავალრიცხოვან დამსწრე საზოგადოებას საქართველოს ელჩმა გელა დუმბაძემ და კიევის მერიის წარმომადგენელმა მისასალმებელი სიტყვით მიმართეს.
საკონცერტო პროგრამაში მონაწილეობა ცნობილმა ქართულმა მუსიკალურმა ანსამბლმა "ალილომ" და უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანების “გეორგია"-ს შემოქმედებითმა კოლექტივმა მიიღეს.
ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნა მრავალფეროვანი კულტურული პროგრამა. კიევის ივანე კავალერიძის მუზეუმში გაიმართა თანამედროვე ქართველი მხატვრისდავით ავალიანის ნამუშევრების გამოფენა. ასევე გაიმართა ქართველი ხელოვანების ნათია დოლიძისა და ეკა ჯაფარიძის ხელნაკეთი ნივთებისა და ბატიკის ნამუშევრების გამოფენაგაყიდვა. ღონისძიების მონაწილეებს საშუალება ქონდათ მონაწილეობა მიეღოთ ქართული ღვინის კომპანიების მიერ ორგანიზებულ დეგუსტაციაში და დაეგემოვნებინათ ქართული სამზარეულო.
