აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით ბიზნეს ცენტრ „მოზაიკა“-ს კონგრეს-ჰოლში, საქართველოში მცხოვრები დაღესტნელი პოეტის,
საქართველოს დამსახურებული არტისტის, ღირსების ორდენისა და შამილის მედლის კავალერის, თბილისის საპატიო მოქალაქის ალი ისაევ-ავარსკის 80 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა.
ღონისძებაში მონაწილეობას იღებდა აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი (ხელმძღვანელი ლევან ღვინჯილია), აგრეთვე ხელოვნებისა და კულტურის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. კონგრეს-ჰოლის ფოიეში წარმოდგენილი იყო ალი ისაევ-ავარსკის ცხოვრების ამსახველი ფოტოგამოფენა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და პოეტის ახლობლები და მეგობრები ესწრებოდნენ.
