ქართული მხარის ჩართულობით თურქეთში პარხალის მონასტერს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
 ქართული მხარის ჩართულობით თურქეთში პარხალის მონასტერს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
13:49 13.09.2017
საქართველოს პრემიერი-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, თურქეთში 16 სექტემბრიდან ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლის – პარხალის მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება და პირველად, ამ პროცესში ქართული მხარე ოფიციალურად ჩაერთვება.
ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„ინფორმაციით, რომელიც ტაო-კლარჯეთიდან კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ჩამოიტანა, რესტავრაციის პროცესში ქართველი სპეციალისტები - სამხატვრო აკადემიის რესტავრატორები ჩაერთვებიან.

ეს, რა თქმა უნდა, იქნება ძალიან კარგი გადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ ძეგლის პირვანდელი იერსახე შენარჩუნდეს. მივესალმებით ამ ფაქტს და ვფიქრობთ, ეს არის ძალიან კარგი თანამშრომლობის შედეგი“- განაცხადა პრემიერმა.

ბეჭდვა