საქართველოს პარლამენტის თბილისის სასახლეში დღეს აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის 95 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.
ღონისძიება, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაშის და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, გიორგი შერვაშიძის მისასალმებელი სიტყვით გაიხსება. იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ფილმების - "ისტორიამ რა ჰქმნა" და "ქართლის ცხოვრება მარიამ ლორთქიფანიძესთან ერთად" ჩვენება მოეწყობა.
ხვალვე, შოთა რუსთაველის დარბაზში საზეიმო მიღება გაიმართება, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართავს და მარიამ ლორთქიფანიძეს სამახსოვრო საჩუქარს გადასცემს.
ქართველი ისტორიკოსს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილ წევრ მარიამ ლორთქიფანიძეს 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი აქვს გამოქვეყნებული, მათ შორის 10 წიგნი. მან რუსულად თარგმნა ქართული საისტორიო მწერლობის ძეგლები: "მატიანე ქართლისა", სუმბატ დავითის ძის "ცხოვრება და უწყება ბაგრატიონთა". მისი თაოსნობით 1996 წელს თსუ საქართველოს ისტორიის კათედრასთან ჩამოყალიბდა საქართველოს სოფლების ისტორიის შემსწავლელი ლაბორატორია.
ღონისძიება პარლამენტში 12:00 საათზე დაიწყება.
