საბავშვო ევროვიზიაზე წელს საქართველოს სახელით გრიგოლ ყიფშიძე წარდგება.
ჟიურიმ შიდა შესარჩევი კონკურსის შედეგად ყიფშიძე შვიდ მონაწილეს შორისშეარჩია.
გრიგოლ ყიფშიძისთვის სპეციალურად ახალი სიმღერა დაიწერება, ხოლო სიმღერის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდება.
საბავშვო ევროვიზიის რიგით მე-15 კონკურსი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 26 ნოემბერს გაიმართება.
