ეროვნულ მუზეუმში პოლონურად გამოცემული „ვეფხისტყაოსნის“ პრეზენტაცია გაიმართება
ეროვნულ მუზეუმში პოლონურად გამოცემული „ვეფხისტყაოსნის“ პრეზენტაცია გაიმართება
11:39 07.09.2017
საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში, 9 სექტემბერს პოლონურ ენაზე გამოცემული „ვეფხისტყაოსნის“, ასევე ადამ მიცკევიჩის ეპიკური პოემის „პან თადეოზის“ უნიკალური მინიატურული გამოცემისა და ვარშავის უნივერსტიტეტის ქართველოლოგიური ჟურნალის „პრო გეორგიას“ პრეზენტაცია გაიმართება.


ღონისძიების ორგანიზატორები საქართველოს ეროვნული მუზეუმი, პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში და ვარშავის უნივერსიტეტი არიან.
პრეზენტაცია 17:00 საათზე დაიწყება.

ბეჭდვა