ინტერვიუ საქართველოში ყახაზეთის ელჩთან: მეგობრობა-თანამშრომლობის და ფიცი-მტკიცის მიუხედავად, ქართულმა რკინიგზამ ჩვენი ტვირთების შავი ზღვის პორტებში გადასატანად არათანაბარი პირობები შეგვიქმნა
ინტერვიუ საქართველოში ყახაზეთის ელჩთან: მეგობრობა-თანამშრომლობის და ფიცი-მტკიცის მიუხედავად, ქართულმა რკინიგზამ ჩვენი ტვირთების შავი ზღვის პორტებში გადასატანად არათანაბარი პირობები შეგვიქმნა
14:04 18.08.2017
„საქართველოში ყაზახეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ერმუჰამეთ ერთისბაევს რაიმე განსაკუთრებული წარდგენა არ ჭირდება: იგი ყახაზი პოლიტიკოსების იმ იშვიათ წარმომადგენლებს მიეკუთთვნება, რომლებსაც ოპონენეტებთან არგუმენტირებული დისკუსიის უნარი აქვთ, შეუძლიათ ჟურნალისტებთან საუბარი და თავიანთი აზრების ნათლად გადმოცემა. თბილისიდან ასტანაში დროებით ჩამოსული ერმუჰამეთ ერთისბაევი ძალიან იყო დაკავებული, მაგრამ ჩვენმა გაზეთმა მაინც მოახერხა მასთან გასაუბრება“, - ასე იწყება ყაზახური გამოცემა „კურსის“ მიერ გამოქვეყნებული ვრცელი ინტერვიუ ყაზახ დიპლომატთან, რომელიც საქართველო-ყაზახეთის ურთიერთობებზე საუბრობს (ავტორი - ანატოლი ივანოვ-ვაისკოფი).

ჟურნალისტის ერთ-ერთი შეკითხვა ეხება ასტანაში გამართულ მსოფლიო გამოფენას - „ექსპო-2017“-ს, რომელშიც საქართველოს მონაწილეობდა. ელჩის აზრით, საქართველოს დიდი ეკონომიკური პოტენციალი აქვს, რაც მთელმა მსოფლიომ უნდა ნახოს და შეაფასოს. თუმცა წინა წლებში ამ მხრივ თბილისი შედარებით ნაკლებად ზრუნავდა. მაგალითად, საქართველო არ მონაწილეობდა მილანში გამართულ საერთაშორისო გამოფენა „ექსპო-2015“-ში. თუმცა ბოლო დროს სიტუაცია გამოსწორების გზაზეა - ამჟამად მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული ქვეყნის საექსპორტო შესაძლებლობები, ქართული ღვინო და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია უკვე 49 ქვეყანაში გადის (შედარება: 2008 წელს - ძირითადად მხოლოდ 5 ქვეყანაში). „თუმცა საწყენია, რომ საქართველო თავის ტრადიციულ ექსპორტს თანდათან ივიწყებს: სად არის ქართული მანდარინი და ქართული ჩაი? მათ ხსენებაზე ნოსტალგიურად გვაგონდება საბჭოთა პერიოდი, როცა საქართველო ცისტრუსებისა და ჩაის ექსპორტში მონოპოლიას ფლობდა, თუმცა ეს პროდუქცია საბჭოთა გასტრონომებში მაინც დეფიციტად ითვლებოდა. ამასთან, ქართული ეკონომიკის 65% „ჩრდილოვან“ ნაწილად ითვლებოდა! რა დასამალია და საქართველოში მოსახლეობის კეთილდღეობის დონეც მაღალი იყო - ქართველი, ყაზახთან და რუსთან შედარებით, სამჯერ-ოთხჯერ უფრო შეძლებულად ცხოვრობდა. ქართველებისგან განსხვავებით ჩვენი მოსახლეობა „კილკას“ ჭამდა და ზედ „ბორმოტუხას“ აყოლებდა. რასაკვირველია, დღეს საქართველო შეცვლილია. მართალია, ჩვენსავით ნავთობი და გაზი არ აქვთ, მაგრამ სამაგიეროდ, ევროპული ინტეგრაცია სურთ. საქართველოს ევროკავშირის ქვეყნებთან და ჩინეთთანაც უკვე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი აქვს. სწრაფი ტემპებით ვითარდება ტურიზმის დარგი: წელიწადში ექვსი მილიონი ტურისტის მომსახურება - ეს ძალზე შთამბეჭდავია“, - ამბობს ყაზახი დიპლომატი და ხაზს უსვამს, რომ საქართველო ყახაზებისათვის ძალიან მიმზიდველ ქვეყანას წარმოადგენს: სუბტროპიკული ბუნება, თბილი ზღვა, პალმები, ტყიანი მთები, თოვლიანი მწვერვალები, უძველესი ცივილიზაცია... თანაც საბერძნეთზე და თურქეთზე ბევრად იაფი“.

ჟურნალისტისა და ელჩის საუბარი ეხება ორი ქვეყნის ეკონომიკურ ურთიერთობასაც: „საქართველოში საკმაოდ ფართოდაა წარმოადგენილი ყახაზური პროდუქცია, საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით ფოთის პორტიდან ყახაზეთის ენერგორესურსები ევროპაში გადის... საქართველო ყახაზეთისგან ყიდულობს ხორბალს, ქიმიურ სასუქებს, ლითონს, ბულდოზერებს, გრეიდერებს“, - ამბობს ერმუჰამეთ ერთისბაევი.

- ძალიან კარგი, თქვენი აზრი გასაგებია, მაგრამ იცით, რა ქმნის ჩემთვის უხერხულობას? საქართველოს თითქმის მთელი მსოფლიო ეხმარება, მათ შორის ჩვენი ქვეყანაც, მაგრამ 2016 წლის სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში უმუშევრობის დონე თითქმის 17%-ს შეადგენს. ცოტა უცნაურია, ხომ? გარდა ამისა, თუ გავიხსენებთ ბათუმის პორტთან და თბილისის გაზგამანაწილებელ სისტემასთან დაკავშირებულ პრობლემებს...

- საქართველოს არავინ არ ეხმარება, თბილისი თვითონ იღებს კრედიტებს და სესხებს. მაგალითად, საქართველოს ყახაზეთის ვალი აქვს და სექტემბრიდან მის დაბრუნებას იწყებს. ჩვენ ქართველებს 1990-იანი წლების შუახანებში 27,5 მილიონი დოლარი ვასესხეთ. იმ დროს ჩვენ თვითონაც გვიჭირდა, მაგრამ საქართველოს ფული უფრო მეტად ჭირდებოდა: ედუარდ შევარდნაძე ხელისუფლებას ძლივ-ძლივობით ინარჩუნებდა და რადგანაც ჩვენს პრეზიდენტს კარგი ურთიერთობა ჰქონდა ედუარდ ამბროსიევიჩთან, ქართველებს ფული ვასესხეთ.

- ეგ გასაგებია, მაგრამ ის მითხარით, საქართველოში უმუშევრობის დონე რატომაა ასე მაღალი?

- მართალია, რომ დღეს საქართველოში უმუშევარი ძალიან ბევრია: ყოველდღიურად რუსეთის საკონსულოსთან (შვეიცარიის საელჩოში არსებულ რუსეთის ინტერესების სექციაში) უამრავი ადამიანი ელოდება ვიზას, იქ სამუშაოდ წასვლის მიზნით. ინვესტიციების ჩადებაც საქართველოში ხშირად სარისკოა. გახსოვთ, ირანში 1979 წლამდე (ისლამურ რევოლუციამდე) აშშ-მა მილიარდობით დოლარის კაპიტალი დააბანდა, რევოლუციის შემდეგ კი ყველაფერი ქარმა წაიღო... ჩვენს შემთხვევაშიც თითქმის ისე გამოვიდა: როცა თბილისის გაზგამანაწილებელ კომპანიას ვიღებდით, გავიანგარიშეთ ყახაზეთის გაზი, რუსული მილები და მეგაპოლისი თბილისი, სადაც ყახაზეთის გაზს გავყიდდით. მაგრამ 2008 წლის აგვისტოს ომმა და რუსეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტამ პროექტის განხორციელება ჩაშალა.

- ოჰო... აი, თურმე რა მომხდარა...

- დიახ, [რუსული მილებით] საქართველოში ყახაზური გაზი ვეღარ შევიდა, მისი ადგილი კი აზერბაიჯანულმა გაზმა დაიკავა, რაც ჩვენ არ გვინდოდა. უსიამოვნო ფორს-მაჟორის წინაშე დავდექით. ამის მიუხედავად, რა თქმა უნდა, ჩვენ ჩადებული ფულის უკან დაბრუნება გვსურს, რაც საკმაოდ დიდი მოცულობისაა. რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, ამ სადაო საკითხს ლონდონის არბიტრაჟი წყვეტს. 2007-2008 წლებში ჩვენ ბევრი ფული გვქონდა, ნავთობის ფასი 100 დოლარზე მეტი იყო და ინვესტიციის ჩადება ამიტომ გადავწყვიტეთ, თუმცა 2008 წლის ომმა ყველაფერი ხუთ დღეში დაანგრია: ყახაზური გაზი დავიწყებას მიეცა, ჩვენი მენეჯმენტი კი რთულ სიტუაციაში მოექცა. გაზი უნდა მიგვეწოდებინა თბილისელებისათვის, მაგრამ საიდან? მოგვიწია აზერბაიჯანელებისაგან ყიდვა. ჰოდა, 40 მილიონიანი ვალიც ავიკიდეთ“.

- რას იტყვით ბათუმის პორტსა და ნავთობტერმინალზე?


- ბათუმის პორტი 49-წლიანი იჯარით გვქონდა აღებული. მასში მნიშვნელოვანი პირობა იყო ჩადებული: წელიწადში არანაკლებ ექვსი მილიონი ნავთობი უნდა გადატვირთულიყო. 2015 წლამდე ეს ტემპები მეტ-ნაკლებად შენარჩუნებული იყო, მაგრამ შემდეგ თანდათან შემცირდა. მასზე საქართველოს პრობლემაც გავლენას ახდენს: იცით, მას შემდეგ, რაც საქართველომ აფხაზეთი დაკარგა, ბათუმის, როგორც საზღვაო ტურიზმის ცენტრის მნიშვნელობა მკვეთრად გაიზარდა. ქალაქის საშუალო-გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული გეგმა სამრეწველო მიმართულებით განვითარებას გამორიცხავს. ანაკლიის პორტის მშენებლობის დასრულების შემდეგ ბათუმის სატვირთო ნავსადგური დაიხურება, მას პერსპექტივა აღარ აქვს, იმოქმედებს მხოლოდ სამგზავრო პორტი, ტურისტული გემების მომსახურების მიზნით.
საქართველოში სხვა ნავსადგურებიც მუშაობენ (ფოთში, ყულევში, სუფსაში), სადაც ტურიზმის კომპონენტი არ არის. ტვირთების გამო ისინი ერთმანეთთან კონკურირებენ. ამ ბრძოლაში ყახაზახური კომპანიები მარცხდებიან. გარდა ამისა, მეგობრობა-თანამშრომლობის ფიცი-მტკიცის მიუხედავად, ქართულმა რკინიგზამ ჩვენი ტვირთების შავი ზღვის პორტებში რკინიგზით გადასატანად არათანაბარი პირობები შეგვიქმნა - ბათუმის მიმართულებით ტარიფი გაადიდა. ექსპერტების შეფასებით, ეს ყველაფერი ერთიან ჯაჭვს წარმოადგენს, რომელიც ბათუმიდან ყახაზური კომპანიის განდევნას ითვალისწინებს. ეს პრობლემა ნამდვილად დგას. ამიტომაც მე 2013 წლიდან ვამბობ, რომ ჩვენი აქტივები ბათუმში უნდა გავყიდოთ.

- რამდენად რთულია ქართველებთან მოლაპარაკება? ადრე არაერთხელ შევხვედრივარ საქართველოს მოქალაქეებს. დიახ, ისინი კეთილმეგობრულნი არიან, მომღიმარე სახით, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ საქმე მათი სცენარით მიდის. როგორც სხვანაირი სიტუაცია იქმნება, ისინი ლამის ჩხუბს იწყებენ...

- იცით, ყაზახებიც ასეთები ვართ, როცა საქმე ჩვენი სცენარით მიდის. ასეთები არიან რუსებიც, ჩინელებიც, ევროპელებიც... თუმცა ევროპელები ემოციებისაგან თავს მაინც იკავებენ. ქართველებთან მართლაც ძნელია ბიზნესის საკითხებზე მოლაპარაკება. მათ არ აქვთ ეროვნული ფონდი [თანხების დაგროვების მიზნით], არ აქვთ ნავთობი და გაზი, ამიტომ ისინი ყოველ კაპიკს ითვლიან. ყახაზური ფულით თბილისში და ბათუმში სასტუმრო „რედისონია“ აგებული, სანატორიუმი ბორჯომში, „რომპეტროლის“ ავტოგასამართი სადგურები. მოდით, გულღიად ვთქვათ: საქართველო ამას არასოდეს არ გააკეთებდა, ზედმეტი ფულიც რომ ჰქონოდა. ჩვენ ამას 2007-2008 წლებში ვაკეთებდით, როცა ნავთობისაგან შემოსავალი მდინარესავით მოგვდიოდა...

- და ბოლო კითხვა: საქართველოში ცხოვრება ისევ იაფია ყახაზეთთან შედარებით თუ ბოლო წლების ინფლაციამ ჩვენი ქვეყნები ერთმანეთთან გაათანასწორა?


- მე საქართველოში 2013 წელს ჩავედი და მართალი გითხრათ, გაოცებული ვიაყავი იაფი ფასებით ყველა სფეროში - მომსახურებაში, კვების პროდუქტებში, ბინების გაქირავებაში... მაგრამ ლარის დევალვაციის პირობებში ცხოვრება თვალდათვალ ძვირდება. ორიოდე წლის წინათ მცხეთაში, მტკვრის ნაპირზე საქონლის ტვინი ხახვით შევუკვეთე. წარმოიდგინეთ, რომ ტაფაზე სასიამოვნო ოხშივარიანი კერძი მოგართვეს და ეს მხოლოდ 7 ლარად (ანუ დაახლოებით 5 დოლარად), მაგრამ ეს ადრე იყო... მაშინ ერთი ბოთლი წყალი 10 ცენტი ღირდა. საერთოდ, საქართველო ძალიან მდიდარია ჩვეულებრივი და სასმელი მინერალური წყლებით და ის იაფი ღირს, მაგრამ ინფლაცია მაინც მოქმედებს, ცხოვრება ძვირდება. ბუნებრივია, ეს ყველაფერი იწვევს როგორც თვით ქართველების, ასევე უცხოელი ტურისტების უკმაყოფილებას.



https://www.kursiv.kz/news/vlast/ermuhamet-ertysbaev-a-ese-v-2013-godu-vystupal-s-predlozeniem-prodat-nasi-aktivy-v-batumi/


ბეჭდვა