ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში მომხდარი ბუნტის ჩასახშობად სამხედრო პოლიციის ეშელონები გახდა საჭირო-თადარიგის ოფიცრის სკანდალური განცხადება
ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში მომხდარი ბუნტის ჩასახშობად სამხედრო პოლიციის ეშელონები გახდა საჭირო-თადარიგის ოფიცრის სკანდალური განცხადება
14:10 28.07.2016
თავდაცვის სამინისტროში ჯარისკაცების რელიგიური ნიშნით განსხვავება და დაპირისპირება ხდება. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ შეიარაღებული ძალების თადარიგის ოფიცერმა, უფროსმა ლეიტენანტმა, სამხედრო ბლოგერმა დავით ნემსაძემ განუცხადა.
როგორც ის აღნიშნავს, ყველა შეცდომა ცუდად დაწინაურებული კადრების შედეგად ხდება.
-ბატონო დავით, რა ხდება თავდაცვის უწყებაში?
-თავდაცვის სამინისტროში ცუდად დაწინაურებულთა ინსტიტუტი შემოვიდა. ის დიდი შაიშმელაშვილები (სატანკო ქარხნის ნაწილის უფროსი), ვინც მინისტრის აპარატში მუშაობდნენ პატარა შაიშმელაშვილებს მფარველობენ და ზრდიან პოლკოვნიკებად, მაიორებად და „ზრუნავენ“ ჩვენს უსაფრთხოებაზე. პატარა შაიშმელაშვილებმა მოიყვანეს მათი პატარა მეგობრები, იმათმა კი დიდი შაიშმელაშვილების იდეის გატარება დაიწყეს.
-ინტერვიუს დაწყებამდე ფიზიკურ დაპირისპირებებზეც საუბრობდით....
კი, დაპირისპირებები ხდება და მათ შორის ეთნიკურ ნიადაგზეც, რასაც ხელოვნურად იწვევენ. ხიდაშელმა რელიგიური ნიშნით გამოყო პირად შემადგენლობაში მყოფი პირები. ამ დროს გამოიკვეთა კიდევ სხვა რელიგიური მიმდინარეობები და ისინი დისკრიმინაციაში არიან ამ გადმოსახედით. მაგალითისთვის, თურქეთს ჰყავს საკმაოდ ძლიერი შეიარაღებული ძალები. თქვენ ვერ ნახავთ შეიარაღებების ტერიტორიაზე მეჩეთს. რატომ? - იმიტომ, რომ საშიშია. ხიდაშელმა მოახდინა ამ თემის გააქტიურება და ამ ნიადაგზე იყო დაპირისპირებები.
-კონკრეტულად ფიზიკურ ანგარიშწორებას რაც შეეხება?
-სერჟანტები, რომლებიც ემორჩილებიან შაიშლემაშვილებს და მინისტრის იდეოლოგიის გამტარებლებს, იბარებენ ჯარისკაცებს და ფიზიკურად უსწორდებიან იმიტომ, რომ მათში სიამაყე მოკლან და კონსპირაცია დანერგონ.
საუბარი მაქვს შეიარაღებისა და ტექნიკის სარემონტო ბაზაზე. თვითონ პირადი შემადგენლობა ძალიან ძნელად ეგუება ასეთ დამოკიდებულებას და ხდება ფიზიკური შეტაკებები. იმისთვის, რომ ერთი კონკრეტული ბუნტი ჩაეხშოთ, სამხედრო პოლიციის ეშელონები დასჭირდათ. თანაც ეს, ამ ბაზაზე პირველი შემთხვევა არაა.
მოხდა ისე, რომ იოსებ ბახტურიძე, რომელიც იყო ამ ბაზის იურისტი შეესწრო ამ პროცესს. მინდა ბატონ იოსებს მივმართო, რომელიც კუდ-ის ყოფილი ოპერატიული თანამშრომელია და ახლა შეიარაღებულ ძალებში იურისტია: როდესაც იურისტი ასეთ დარღვევას ხედავს და დუმს, არის თუ არა ეს დანაშაულის დაფარვა? არის თუ არა ეს ე.წ. კეკლუციზმი?.
გარდა ამისა, ძალიან ცუდად ექცევიან ჯარისკაცის ახლობლებსა და ოჯახის წევრებს. ამის მაგალითად სატანკო ქარხნის ნაწილის ბაზაზე მომხდარი ინციდენტიც გამოდგება.
-კონკრეტულად?
-ერთ-ერთ ბაზაზე ჯარისკაცის დედა მივიდა შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მოსაკითხად და მას არასათანადოდ მოექცნენ. (იხ. ფოტო) newspress.ws.com.ge


newspress.ws.com.ge

p.s. საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ მზადყოფნას გამოთქვამს დააფიქსიროს თავდაცვის უწყების პოზიცია აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით მათი სურვილის შემთხვევაში.

ბეჭდვა