ინგუშეთის მეთაური: ჩვენ გვსურს საქართველოსთან ურთიერთობა, მაგრამ ეს ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება
ინგუშეთის მეთაური: ჩვენ გვსურს საქართველოსთან ურთიერთობა, მაგრამ ეს ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება
10:58 18.07.2016
ინგუშეთის მეთაური იუნუს-ბეკ ევკუროვი გამოცემა „ვესტნიკ კავკაზას“ ჟურნალისტთან ინტერვიუში რესპუბლიკის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივაზე საუბრობს და ამასთან დაკავშირებით ეხება საქართველოსთან და აფხაზეთთან ურთიერთობებსაც.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- ჯეირახში კურორტ არმხის დათვალიერებისას დავრწმუნდით, რომ რესპუბლიკაში ბევრი რამ კეთდება ტურიზმის განვითარებისათვის. არის თუ არა რაიმე კონკრეტული გეგმა ან გრძელვადიანი პროგრამა ტურისტების მისაზიდად სამხრეთ კავკასიიდან?

- გეგმები კი გვაქვს, მაგრამ მათ რეალიზებას ჩვენი სახსრებით ვერ ვახერხებთ, ჩრდილოეთ კავკასიის კურორტების მთვარი ინვესტორი კი ვალდებულებასდ არ ასრულებს... ჩვენ გვინდა, რომ ჯეირახის რაიონს და საერთოდ, ინგუშეთის კურორტებს ყურადღება განსაკუთრებით დაუთმონ, ჩვენც ისე დაგვეხმარონ, როგორც სხვა სუბიექტებს ეხმარებიან. ბუნებრივია, ჩვენი მხრიდან შევეცდებით საკუთარი ძალებით მოვძებნოთ ინვესტორები. ვფიქრობ, ჩვენი კურორტების განვითარების მიზნით ჩადებული ფული ინვესტორს მოგებას მოუტანს...

- აქვს თუ არა ინგუშეთს ეკონომიკური პროექტები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან?

- სამწუხაროდ, არა. ჩვენ გვსურს საქართველოსთან ურთიერთობა, მაგრამ ჯერ-ჯერობით [კონტაქტების დაწყება] ვერ ხერხდება. ღმერთმა ქნას, რომ სწრაფად მოხდეს. აზერბაიჯანთან შეთანხმება გაფორმებულია, თუმცა, ამჯერად უკვე ჩვენი ეკონომისტების უმოქმედობის გამო, ეს საკითხიც ბოლომდე არაა მიყვანილი. ვფიქრობ, უახლოეს ხანში მოვაგვარებთ. ხელმოწერილია შეთანხმებები აფხაზეთთან, მაგრამ ჯერ-ჯერობით მოქმედებს მხოლოდ ერთი - შეთანხმება ბავშვთა დასვენების თაობაზე; აფხაზი ბავშვები ჩვენს სარეაბილიტაციო ცენტრში სამკურნალოდ მოდიან ხოლმე. რაც შეეხება გრძელვადიან ეკონომიკურ პროგრამებს, ამით მაინცდამაინც ვერ დავიტრაბახებთ“.


http://www.vestikavkaza.ru/material/168358

ბეჭდვა