«Radio France Internationale»: ხმაური ბოტანიკური ბაღის ირგვლივ; „რევოლუციონერები“ და მათი მოკავშირეები; „აბრამსები“ „ვლადიმირების“ წინააღმდეგ
«Radio France Internationale»: ხმაური ბოტანიკური ბაღის ირგვლივ; „რევოლუციონერები“ და მათი მოკავშირეები; „აბრამსები“ „ვლადიმირების“ წინააღმდეგ
10:45 10.05.2016
„საფრანგეთის საერთაშორისო რადიოს“ მიერ ეთერში გადაცემულ მორიგ მიმოხილვაში საქართველოს ამბების შესახებ რამდენიმე თემაა განხილული: პირველი - „ნაციონალების“ საპროტესტო აქცია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ (ბოტანიკური ბაღის კუთვნილი მიწის ნაკვეთის „მიტაცების“ გამო); მეორე - „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადება-მუქარა საპროტესტო აციების დაწყების დაწყებაზე, თუ სასამართლო თავდაცვის სამინისტროს ყოფილ თანამშრომლებს გამამტყუნებელ განაჩენს გამოუტანს; მესამე - სამხედრო მანევრები ვაზიანში საქართველოს, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ქვედანაყოფების მონაწილეობით.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ რადიოსიუჟეტის მიმოხილვას:

ბოტანიკური ბაღი: მითები და სინამდვილე


რადიოსიუჟეტში ფართოდაა გადმოცემული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და მათი სატელიტი არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით ბოტანიკურ ბაღის ირგვლივ განვითარებული პერიპეტიები, მასში აღნიშნულია, რომ ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილს ბრალს სდებს მიწის ნაკვეთის უკანონოდ მიტაცებაში. „ასეთ აქციას განსაკუთრებული ჟღერადობა აქვს მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ“, - აღნიშნულია მასალაში. პუბლიკაციაში ასევე ნათქვამია, რომ მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთა ბოტანიკური ბაღის განვითარებისა და გაფართოებისათვის. „ბაღის კუთვნილი, მაგრამ გამოუსადეგარი მიწის ნაკვეთის შეძენა კანონის სრული დაცვით მოხდა. ამის სანაცვლოდ ბაღმა დენდრარიუმისათვის უფრო სასარგებლო ტერიტორია მიიღო“. რადიოსიუჟეტში საუბრობენ „ნაციონალების“ წარმომადგენელი ნიკა მელია და ჰოლდინგ „ქართუ-ჯგუფის“ მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ჟურნალისტი გიორგი უძილაური.

„რევოლუციონერები“ და მათი მოკავშირეები

ოპოზიციონერებს არაერთხელ განუცხადებიათ, რომ საპარლამენტო არჩევნების ფალსიფიცირების შემთხვევაში ისინი ერთად გამოვლენ ხელისუფლების წინააღმდეგ და ამ მიზნით ყველა კანონიერ უფლებით ისარგებლებენ. ბუნებრივია, ამ მხრივ განსაკუთრებით „ნაციონალები“ აქტიურობენ, რომლებთაც ოდესიდან ხმა მათმა ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა შეაშველა. „ნაციონალებს“ სიტუაციური მოკავშირეები გამოუჩნდათ - თავდაცვის ყოფილი მინისტრი, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია, რომელსაც, მართალია, პროტესტისათვის თავისი მიზეზი აქვს (იგი მოითხოვს, რომ სასამართლომ ობიექტური, ანუ გაგამართლებელი განაჩენი გამოუტანოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს), მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ამ მომენტში ალასანია „ნაციონალების“ მხარდამჭერია. საერთოდ კი, გაუგებარია, რატომ მაინცდამაინც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ? მილიარდერს არავითარი სახელმწიფო თაბამდებობა არ უკავია და ბოლო დროს საერთოდ არ ჩნდება საზოგადოების წინაშე. ასეა თუ ისე, წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებით სიტუაცია სულ უფრო იძაბება - პარტია „ქართულ ოცნებას“ მოკავშირეები თითქმის აღარ რჩება: „რესპუბლიკელებმა“ და „ეროვნულმა ფორუმმა“ მმართველი კოალიციიდან გასვლა განაცხადეს.

„აბრამსები“ „ვლადიმირების“ წინააღმდეგ


თბილისი გარეუბანში, ვაზიანის სამხედრო ბაზაზე 1-ელ მაისს იწყება ბოლო წლების ყველაზე მასშტაბური სამხედრო სწავლება კოდური სახელწოდებით „ღირსეული პარტნიორი - 2016“, რომელშიც 1300-მდე სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის - 650 ამერიკელი, 150 - ბრიტანელი და 500 ქართველი მეომარი. პირველად ისტორიაში ერთობლივ სწავლებაში მონაწილეობისათვის საქართველოში თანამედროვე ამერიკული მძიმე ტექნიკა, მათ შორის - ათეულობით ტანკი „აბრამსი“ ჩამოიტანეს! ერთობლივი სამხედრო წრთვნების თაობაზე „რადიო ფრანსე ინტერნასიონალეს“ კორესპონდენტი საუბრობს ქართული სამხედრო ჟურნალ „არსენალის“ მთავარ რედაქტორ ირაკლი ალადაშვილთან, რომლის თქმით, ამ დღეებში საქართველოში უნიკალური სიტუაცია იქმნება: «М1А1» ტიპის უახლესი ამერიკული ტანკები („აბრამსები“) უშუალოდ განლაგდნენ ასევე უახლეს „Т-90А» ტიპის უახლეს რუსული ტანკებთან („ვლადიმირებთან“). როგორც ცნობილია, ათობით ვლადიმირი დისლოცირებულია აფხაზეთსა და სამხრეთთ ოსეთში, საქართველოს ყოფილ ავტონომიებში, რომლებთაც თბილისი რუსეთის მიერ ოკუპირებულად მიიჩნევს.


http://ru.rfi.fr/kavkaz/20160507-tbilisskii-botanicheskii-sad-prevrashchayut-v-kolybel-revolyutsii

ბეჭდვა