„კომერსანტი“: ჯოხარ დუდაევის ვაჟი საქართველოდან ჩასული ემიგრანტებისთვის პასპორტებს აყალბებდა?
„კომერსანტი“: ჯოხარ დუდაევის ვაჟი საქართველოდან ჩასული ემიგრანტებისთვის პასპორტებს აყალბებდა?
12:56 23.10.2014
რუსული გამოცემა „კომერსანტი“, ჩეჩნეთის ყოფილი პრეზიდენტის ჯოხარ დუდაევის ვაჟის მიმართ ლიტვის პროკურატურის მიერ დაწყებულ სამართლებრივ დევნას გამოეხმაურა, რომლის მიმოხილვას საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ:
„გუშინ ცნობილი გახდა, რომ ლიტვის პროკურატურამ ჩეჩნეთის ყოფილი პრეზიდენტის ვაჟის დეგი დუდაევისათვის 9 თვით თავისულების აღკვეთა მოითხოვა. იგი ლიტვის პასპორტების გაყალბებაშია ბრალდებული: უმცროსმა დუდაევმა დანაშაული აღიარა და თქვა, რომ პასპორტების გაყალბება რუსეთში მცხოვრები ნათესავების დასავლეთის ქვეყნებში გადასაყვანად სჭირდებოდა“, - წერს სტატიის ავტორი მუსა მურადოვი.
ყალბ პასპორტებთან დაკავშირებული ისტორია 2011 წლის მარტში დაიწყო. სწორედ მაშინ, დეგი დუდაევმა თავის თანამზრახველებთან ერთად, ლიტვის პასპორტის ბლანკები მოიპოვა, რომლებშიც, ევროპის სახელმწიფოებში მათი გადაყვანის მიზნით, ჩეჩნეთის მცხოვრებლების გვარები ჩაწერა. კიდევ ერთი ვერსიის თანახმად, უმცროსმა დუდაევმა ყალბი დოკუმენტები პირადი გამორჩენის მიზნით, საქართველოდან წამოსული ემიგრანტებისათვის გადასაცემად დაამზადა. სულ შვიდი ყალბი პასპორტი დამზადდა, მაგრამ დუდაევმა მათი ჩეჩნეთში გადაგზავნა ვერ მოასწრო - ლიტველმა პოლიციელებმა ოპერატიული ინფორმაცია მიიღეს და იგი მისივე თანამზრახველებთან ერთად დააკავეს“, - აღნიშნულია სტატიაში.
პუბლიკაციაში მოცემულია ასევე, დაკავებულის ნათესავის უსმან ფერზაულის განცხადება, რომლის თანახმად, დეგი დუდაევი უდანაშაულოა, მას პასპორტებთან არავითარი კავშირი აქვს და იგი მხოლოდ კომპიუტერული სისტემების კომპანიის ხელმძღვანელობითაა დაკავებული“.
„ჩეჩნეთის ექს-პრეზიდენტის, 1998 წელს დაბომბვის შედეგად დაღუპული ჯოხარ დუდაევის ქვრივი ალა და შვილები ავლური და დეგი, ჩეჩნეთის მეორე კამპანიის დაწყებისას საქართველოში წავიდნენ და იქ ცხოვრება დაიწყეს. მოგვიანებით შვილები ევროპაში გაემგზავრნენ - ერთი შვედეთში, მეორე კი ლიტვაში. ისინი ცდილობდნენ, რომ პოლიტიკაში არ ჩართულიყვნენ, თუმცა ამის შესაძლებლობა ნამდვილად ჰქონდათ. შვილებისაგან განსხვავებით ემიგრაციაში უფრო, მათი დედა - ალა დუდაევა აქტიურობდა, როცა საკმაო ხნის განმავლობაში საქართველოს არასამთავრობო ტელეარხზე („პერვიი კავკაზსკიი“) საავტორო პროგრამას ხელმძღვანელობდა“- წერს გამოცემა.




ბეჭდვა