„სვობოდნაია პრესა“ (რუსეთი): აფხაზური პასუხი ნატოს; ერთობლივი სამხედრო დაჯგუფება რუსეთთან
„სვობოდნაია პრესა“ (რუსეთი): აფხაზური პასუხი ნატოს; ერთობლივი სამხედრო დაჯგუფება რუსეთთან
17:43 16.10.2014
რუსულ გამოცემა „სვობოდნაია პრესა“-სთან, რუსი ექსპერტები და პოლიტოლოგები კომენტარებს აკეთებენ რუსეთ-აფახაზეთის ახალი ხელშეკრულების პროექტის თაობაზე, კერძოდ, ამ დოკუმენტის მე-5 მუხლთან დაკავშირებით, რომელიც ერთიანი აფხაზურ-რუსული სამხედრო დაჯგუფების შექმნას ითვალისწინებს (ავტორი - ანდრეი პოლუნინი).

- და მაინც, საქართველოს უარი არ უთქვმს „აფხაზეთის დაბრუნების“ იდეაზე, - ამბობს სამხედრო ექსპერტი, პოლიტოლოგი სიმონ ბაღდასაროვი. - დიახ, თბილისის ბრძოლისუნარიანობა ეჭვებს იწვევს, მაგრამ რადგანაც საქართველოს არმია პერიოდულად მონაწილეობას იღებს სხვადასხვა ოპერაციებში და წრთვნებში თურქეთისა და აზერბაიჯანის ძალებთან ერთად, ეს საკითხი უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს. გარდა ამისა, მოსკოვმა უნდა გაითვალისწინოს „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერთა აგრესიული განცხადებებიც. ასე რომ, რეგიონში რუსეთის სამხედრო კონტინგენტის ყოფნა აუცილებელია.
ჩემი აზრით, გაერთიანებული დაჯგუფება აფხაზურ-რუსულ ორ-სამ ბრიგადაში უნდა გამოიხატოს, პლუს ამდენივე საავიაციო ესკადრილია, სოხუმის ნავსადგურში კი რამდენიმე სამხედრო ხომალდის ყოფნა. ბოლოს და ბოლოს, თუ საჭირო გახდება, შეიძლება დამატებითი ძალების სწრაფი გადასროლა. თავისი არსით, აფხაზურ-რუსული დაჯგუფება საჭიროა სავარაუდო აგრესიის პირველ ეტაპზე წინააღმდეგობის გასაწევად, საქართველოს თავდასხმის შემთხვევაში, შემდეგ კი ბედს რუსეთის არმია გადაწყვეტს.

- აფხაზეთი ჩვენ უპირატესად გვჭირდება სანაპირო ხაზის სახით, რომ შავი ზღვის ფლოტის ბაზების ქსელი შეიქმნას. აფხაზეთი ყირიმის გაგრძელება უნდა იყოს - სამხედრო-საზღვაო ავიაციით, ხომალდსაწინააღმდეგო სისტემებით. ვფიქრობ იმასაც, რომ აფხაზეთში სწრაფი რეაგირების ძალებიც განლაგდებიან. მე ვეთანხმები იმ აზრს, რომ საქართველოს არმია მნიშვნელოვნად დასუსტდა აგვისტოს „ხუთდღიანი ომით“: ფაქტიურად, ამ ომმა ხაზი გადაუსვა ამაერიკული „წრთვნისა და აღჭურვის“ პროგრამის შედეგებს, რომელიც საქართველოში 2002 წლიდან ხორციელდებოდა, - ამბობს პოლიტოლოგი ალექსი ფომენკო. - ამასთან მე ვიტყოდი, რომ რუსულ-აფხაზური დაჯგუფება უფრო რეაგირებაა ნატოს უელსის სამიტისა და ამერიკელი კანონმდებლების გადაწყვეტილებების მიმართ, რომელიც საქართველოსათვის მნიშვნელოვანი თანხების გამოყოფას ითვალისწინებს. რასაკვირველია, რუსეთი ასეთ შემთხვევაში უმოქმედოდ ვერ დარჩებოდა. ჰოდა, აი, პასუხიც: აფხაზეთში გაერთიანებული სამხედრო ძალების შექმნა...


ბეჭდვა