„გოლოს არმენიი“ (სომხეთი): „ანაკლია აი-პი ჰოლდინგის“ პროექტი სომხეთის ენერგოსისტემის სტაბილურობას და საიმედოობას უზრუნველყოფს
„გოლოს არმენიი“ (სომხეთი): „ანაკლია აი-პი ჰოლდინგის“ პროექტი სომხეთის ენერგოსისტემის სტაბილურობას და საიმედოობას უზრუნველყოფს
11:57 09.10.2014
ექსკლუზიურ ინტერვიუში სომხეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ერვანდ ზაქარიანი, ქვეყნის ენერგეტიკულ საკითხებზე მსჯელობისას, ამ დარგში საქართველო-სომხეთს შორის არსებულ კავშირებზეც საუბრობს და „ანაკლია აი-პი ჰოლდინგის“ პროექტს სომხეთში გაზის ელექტროსადგურის მშებლობის შესახებ მაღალ შეფასებას აძლევს (ავტორი - აშოტ არამიანი).

„სომხეთის ხელისუფლებამ მოიწონა „ანაკლია აი-პი ჰოლდინგის“ პროექტი 540 მეგავატი სიმძლავრის გაზის ელსადგურის მშენებლობის თაობაზე, რაც უზრუნველყოფს სომხეთის ენერგოსისტემის სტაბილურობას და საიმედოობას. გათვალისწინებულია, რომ გამომუშავებული ელექტროენერგია ექსპორტირებული იქნება საქართველოში 400-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზით. ამით უკან დაბრუნდება მშენებლობისათვის აღებული კრედიტები“, - ამბობს ინტერვიუში მინისტრი.

შეკითხვაზე, „თქვენ ამას წინათ თქვენს ქართველ კოლეგას კახა კალაძეს შეხვდით და ელექტრომომარაგების საკითხები განიხილეთ. ითქვა, რომ გაიზრდება ამჟამად არსებული ელექტროგადამცემი ხაზის გამტარუნარიანობა 200-დან 700 მეგავატამდე... მაგრამ რამდენადადც ცნობილია, სომხეთი არც საქართველოში და არც რომელიმე ქვეყანაში ელექტროენერგიის ექსპორტს არ ახდენს (ფოსრმაჟორული სიტუაციების გარდა), თუ მხედველობაში არ მივიღებთ ბარტერულ გაცვლას ირანთან: „ჩვენ - გაზი, თქვენ - დენი“. აქედან გამომდინარე, საქართველოსთვის ელექტროენერგიის მიწოდების რა გაზრდაზეა საუბარი?“, - ერვანდ ზაქარიანი პასუხობს:

„400 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი და აირუმში ელექტროქვესადგურის მშენებლობა (მუდმივის დენის მიერთებით) საშუალებს მოგვცემს აღვადგინოთ სომხეთის ენერგოსისტემის მუშაობა, რომელიც 16 წელია ირანთან სინქრონულ რეჟიმში მუშაობს, საქართველოსთან კი ასინქრონულად. ამით უზრუნველყოფილი იქნება ერთმანეთისათვის ელექტროენერგიის მიწოდება არამხოლოდ ავარიულ და ფორსმაჟორულ სიტუაციებში, არამედ განხორციელდება ელექტროენერგიის ტრანზიტიც, მისი სეზონური გაცვლები, კომერციული მიწოდებები. ანუ ფაქტიურად მოხდება სრული რეგიონული ინტეგრირება“.

http://golosarmenii.am/article/25290/armeniya-poluchila-sushhestvennuyu-vygodu-ot-prinyatiya-resheniya-v-polzu-tseaes---

ბეჭდვა