„ლე ტემპს“ (შვეიცარია): საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტებში რუსეთის როლი სხვადასხვანაირია
„ლე ტემპს“ (შვეიცარია): საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტებში რუსეთის როლი სხვადასხვანაირია
12:20 03.10.2014
შვეიცარიის ფრანგულენოვან გაზეთ „ლე ტემპს“-ში გამოქვყნდა ინტერვიუ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარესთან სერგეი ნარიშკინთან, რომელშიც იგი რუსეთ-შვეიცარიის ურთიერთობებზე, უკრაინის მოვლენებსა და საქართველოს შესახებ საუბრობს (ავტორი - ემანუელ გრინშპანი).
როგორც ინტერვიუში სერგეი ნარიშკინი ამბობს, იგი ჟენევაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა, დაგეგმილი იყო მისი შეხვედრა შვეიცარიის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) ხელმძღვანელთან რუდი ლუსტენბერგერთან, მაგრამ აშშ-ს ზეგავლენის გამო, სერგეი ნარიშკინის შვეიცარიელმა კოლეგამ მასთან მოლაპარაკებაზე უარი განაცხადა.
ამასთან, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა არ უარყო რუსეთის გავლენა უკრაინელ სეპარატისტებზე და თქვა, რომ ეს ბუნებრივი მოვლენაა, რადგან რუსებს და უკრაინელებს ერთნაირი ფესვები აქვთ, თუმცა მან იქვე აღნიშნა, რომ ეს შიდასახელმწიფოებრივი დაპირისპირებაა და უკრაინის ცენტრალური ხელისუფლებისა და დონბასის რეგიონს შორის მიმდინარე კონფქლიქტში რუსეთი არავითარ მონაწილეობას არ ღებულობს.
შეკითხვაზე, „შვეიცარიულმა დიპლომატიამ მნიშვნელოვანი საშუამავლო როლი შეასრულა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის დასრულებისთანავე, მომდევნო დღეს. გსურთ, რომ ბერნმა იგივე როლი შეასრულოს რუსეთ-უკრაინას შორის?“, სერგეი ნარიშკინი პასუხობს:
„შვეიცარიის როლი [საქართველოსთან მიმდინარე] კონფლიქტის ნორმალიზებაში მართლაც მნიშვნელოვანი იყო. რაც შეეხება უკრაინასთან დაკავშირებით შექმნილ სიტუაციას, გავიხსენოთ, რომ პირველი კონტაქტი კრიზისის დროს უმაღლეს დონეზე სწორედ ჟენევაში განხორციელდა. საქართველოსთან მიმართებით განსხვავება ისაა, რომ 2008 წელთან შედარებით რუსეთი უკრაინის კონფლიქტში აქტიურად, პირდაპირ არ მონაწილეობს: ორივე მხარე უკრაინულია, ერთი - ცენტრალური ხელისუფლებაა, მეორე კი რეგიონული, დონბასის, დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკები. ამ შემთხვევაში რუსეთი, შვეიცარიის მსგავსად, ორივე უკრაინულ მხარეს კონფლიქტის მოგვარებაში შუამავლობას სთავაზობს“.

http://www.letemps.ch/Page/Uuid/615902f6-49a4-11e4-aef6-ddf0e2b621d7%7C1

ბეჭდვა