უარყოფილი „კაზანტიპი“: პოპოვკელებს იმედი აქვთ, რომ ფესტივალი ყირიმში დაბრუნდება
უარყოფილი „კაზანტიპი“: პოპოვკელებს იმედი აქვთ, რომ ფესტივალი ყირიმში დაბრუნდება
11:00 01.09.2014
უკრაინული გამოცემა „ევპატორიისკაია ზდრავნიცა“ საქართველოში მიმდინარე კაზანტიპის ფესტივალთან დაკავშირებით მასალას აქვეყნებს და წერს, რომ სოფელ პოპოვკაში, სადაც „კაზანტიპი“ ტარდებოდა ხოლმე, ახლა სიცარიელე და მოწყენილობა სუფევს.
„ნიუსპრესი“ აღნიშნული სტატიის მიმოხილვას გთავაზობთ:


„კაზანტიპის“ ფესტივალი, რომელმაც ყირიმული საცხოვრებლის „საპასპორტო ჩანაწერი“ (ევპატორიის ახლოს, პოპოვკაში) ქართულით შეცვალა (ანაკლიაში), კავკასიაში წარმოუდგენელ დისკომფორტს განიცდის“, - აცხადებს სტატიაში ავტორი.
ევპატორიის საქალაქო გაზეთის პუბლიკაციაში ნათქვამია ასევე, რომ ფესტივალის მონაწილეეები პოლიციისაგან შეზღუდვას უჩივიან, მათთვის მიუღებელია საკვებ პროდუქტებზე დადებული შემაძრწუნებელი ფასები და ადგილობრივი მოსახლეობის ნეგატიური რექცია. ფესტივალის წინააღმდეგ განსაკუთრებით მკაცრად და თანმიმდევრულად ქართული მართლმადიდებელი ეკლესია გამოდის.
„როგორც ჩანს, „კაზანტიპის რესპუბლიკის“ პრეზიდენტი ნიკიტა მარშუნოკი საქართველოში ასეთ მიღებას ნამდვილად არ ელოდა და ამბობს და არაა გამორიცხული, რომ მომავალ წელს ფესტივალი სხვა ქვეყანაში გაიმართოს.
რაც შეეხება სოფელ პოპოვკას, სადაც „კაზანტიპი“ ტარდებოდა ხოლმე, იქ სიცარიელე და მოწყენილობა სუფევს. ადგილობრივი სასტუმროებისა და პანსიონატების მფლობელები „კაზანტი-პელების“ ჩაუსვლელობის გამო დიდად ზარალდებიან. ამასთან, ბევრ პოპოვკელს გულში იმედი აქვს, რომ საქართველოში „ხელდამწვარი“ ფესტივალი თავის ძველ საცხოვრებელ ადგილს დაუბრუნდება“ - წერს გამოცემა.

ვალენტინ გრადი

 

http://www.zdravnitsa.net/news.php?idart=1901605

ბეჭდვა