„მოსკოვის საქალაქო სასამართლომ განაჩენი გამოუტანა გენერალ-მაიორ რომან დუმბაძის მკვლელობის თანამონაწილეებს, ერთ-ერთი იმ ქართველი გენერლისა, რომელმაც გონებაარეულ პრეზიდენტ სააკაშვილთან შერიგება არ მოისურვა“, - ნათქვამია სტატიაში (ავტორი მატვეი კოჟუხინი).
„გარკვეული თვალსაზრისით, რომან დუმბაძე თბილისისა და ბათუმის იმ დაპირისპირების მძევალი გახდა, რომელიც 1990-იანი წლების განმავლობაში ნელა მიმდინარეობდა და რომელიც „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ გამწვავდა. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ იმ პერიოდში ყველა ქართული ძალოვანი სტრუქტურა, რომლებიც აჭარის ავტონომიის ტერიტორიაზე იყვნენ დისლოცირებულნი, მართალია, ფორმალურად ცენტრს ექვემდებარებოდნენ, მაგრამ მაინც ანგარიშს უწევდნენ ავტონომიის ლიდერის ასლან აბაშიძის პოზიციას. ამ მხრივ გენერალი რომან დუმბაძე, რომელიც აჭარაში დისლოცირებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 25-ე მოტომსროლელ ბრიგადას მეთაურობდა, გამონაკლისი არ ყოფილა“, - წერს ავტორი და თავისი პირადი ურთიერთობის ეპიზოდებს იხსენებს: „გენერალი დუმბაძე ხშირად მოდიოდა ხოლმე გონიოს სამხედრო პოლიგონზე და ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების დაჯგუფების მე-12 სამხედრო ბაზის წრთვნებს აკვირდებოდა ხოლმე. დიახ, მაშინ ისე ჩანდა, რომ საქართველო, რომელსაც ასეთი გენერლები ჰყავდა, ნატოს ლიანდაგზე არ გადავიდოდა და რუსეთის ერთგულ მოკავშირედ დარჩებოდა... მაგრამ დასავლელი სტრატეგები უკვე ისეთ თამაშს ეწეოდნენ, რომელმაც ეს იმედები საბოლოოდ დამარხა...“.

ფინალი ცნობილია: თბილისმა ძალა გამოიყენა, აჭარის ავტონომიის ლიდერი ასლან აბაშიძე მოსკოვში გაიქცა. რომან დუმბაძესაც შეეძლო წასვლა, მაგრამ მან ეს პირადი ღირსების შეურაცხყოფად ჩათვალა. როცა იგი ქართული სპეცსამსახურების ოპერაციის შედეგად დააკავეს, მისი ბრიგადა უკვე ახალი ხელისუფ-ლებისათვის საფრთხეს აღარ წარმოადგენდა... რომან დუმბაძემ ერთ წელზე მეტი წინასწარ პატიმრობაში გაატარა, 2006-ში კი მას „სამშობლოს ღალატის“ ბრალდებით 14-წლიანი თავისუფლების აღკვეთის განაჩენი გამოუტანეს. 2008 წლის „ხუთდღიანი ომის“ დროს გენერალი 12 ქართველ ჯარისკაცზე გადაცვალეს“.
სტატიაში აღნიშნულია, რომ რომან დუმბაძე მოსკოვში ცხოვრობდა და ბიზნესით იყო დაკავებული, რუსეთის მოქალაქეობა მიიღო, თბილისში კი იგი „რუსეთის აგენტად“ და „ერის გამყიდველად“ შერაცხეს. გენერალი ამ ყველაფერს უარყოფდა და აცხადებდა, რომ თანამდებობიდან ძალის გამოყენებით, უკანონოდ გაათავისუფლეს. „დამეთანხმებით, ალბათ, რომ ეს სიტუაცია ძალიან ჰგავს უკრაინულ მოვლენებს. დასანანია, რომ უკრაინაში იქაური „გენერალი დუმბაძე“ ვერ მოინახა, რომელიც მოვლენებს თავის სახელს დაარქმევდა“, - წერს ავტორი და დეტალურად აღწერს 2012 წლის 21 მაისს მოსკოვში, რუბლიოვკაზე განხორ-ციელებული რომან დუმბაძის მკვლელობის გამოძიების მსვლელობას.
„რომან დუმბაძის პოლიტიკური მოწინააღმდეგეების ხელი მოსკოვსაც მოსწვდა... მის მკვლელობას საქართველოს მოქალაქე გოჩა კვირიკაშვილი ხელმძღვანელობდა, ჯგუფის წევრები კი რომან ბელქანია, ალექსანდრე ბერიშვილი და თორნიკე კვირიკაშვილი იყვნენ. დამნაშავენი დაისაჯნენ...
რომან დუმბაძის მკვლელობის მოტივებზე სხვადასხვა ვერსიები არსებობს. ექსპერტთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ეს იყო მიხეილ სააკაშვილის შურისძიების შედეგი. მართლაცდა, ძალიან ძნელია იმის წარმოდგენა, რომ მოსკოვში ვინმეს სურდა დუმბაძის მკვლელობა... ცნობილია, რომ შუამავალმა, რომელმაც გოჩა კვირიკაშვილს ფული გადასცა, მიანიშნა, რომ დუმბაძის მკვლელობით სერიოზული ქართველი პოლიტიკოსები“ არიან დაინტერესებულნიო. პრინციპში, ეს არავისთვის საიდუმლო არ ყოფილა, მიხეილ სააკაშვილი სულ იმეორებდა, „სანამ პრეზიდენტი ვარ, ამ მოღალატეს არასდროს შევიწყალებო“. თუ როგორ უსწორდებოდა მიშა თავის პოლიტიკურ ოპონენტებს, ეს კარგადაა ცნობილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას მაგალითზე, რომელიც ვითომდა გაზის გამათბობლიდან გამოჟონილი აირით დაიღუპა...
დუმბაძე არც იმას მალავდა, რომ საქართველოში დაბრუნება სურდა. რამდენადაც მოსკოვში გაზის გამათბობლით არ სარგებლობენ, რუბლიოვკაზე ნიღბიანი შეიარაღებული მოტოციკლეტისტები გამოჩნდნენ...“, - აღნიშნულია სტატიაში.
http://www.redstar.ru/index.php/component/k2/item/17933-dlinnye-ruki-mishiko