ინტერვიუ რადას დეპუტატ ვიქტორ ჩუმაკთან: იმ მიზნის მიღწევა, რაც სალომე ზურაბიშვილმა დაისახა, სრულიად რეალურია
ინტერვიუ რადას დეპუტატ ვიქტორ ჩუმაკთან: იმ მიზნის მიღწევა, რაც სალომე ზურაბიშვილმა დაისახა, სრულიად რეალურია
20:18 03.01.2019
უკრაინის ვერხოვნა რადას დეპუტატმა ვიქტორ ჩუმაკმა ინტერვიუ მისცა გაზეთ «Аргументы и Факты в Украине»-ს კორესპონდენტს ირინა ვანდას, რომელშიც ქვეყნის საშინაო პოლიტიკის საკითხებთან ერთად, საგარეოპოლიტიკურ მოვლენებზეც ისაუბრა, კერძოდ, დეპუტატი შეეხო საქართველოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგს და მის მნიშვნელობას უკრაინისათვის.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- ცოტა ხნის წინათ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. მანამდე კი [საქართველოს კონსტიტუციაში] არჩევნების მექანიზმი შეიცვალა - 2024 წლისთვის მომავალ პრეზიდენტს ამომრჩეველთა 300-წევრიანი კოლეგია აირჩევს. რამდენდაა შესაძლებელი მსგავსი რამ უკრაინაში?

- მე არ გამოვრიცხავ ასეთ შესაძლებლობას და არაა გამორიცხული მსგავსი გზით წავიდეთ, რათა ქვეყანაში ყოველი საპრეზიდენტო არჩევნები ომად არ გადავაქციოდ. ალბათ, ოდესმე მივალთ იქამდე, რომ პრეზიდენტი პარლამენტში იქნეს არჩეული, მაგრამ დღეს უკრაინის მოსახლეობას სურს, რომ ვიღაც იყოს პერსონალურად პასუხისმგებელი მთელი ქვეყნის ბედზე. რას ვიზამთ, ამჟამად ჩვენთან ასეთი საზოგადოებრივი დაკვეთაა. თუმცა ჩვენც რომ საპარლამენტო რესპუბლიკა უნდა ვიყოთ, ამაში ეჭვი არ მეპარება. თუ როდის - ეს მოგვიანებით გამოჩნდება, ყველაფერი დამოკიდებულია საზოგადოებაზე. მაგრამ ამაზე დღეს მაინც უნდა ვილაპარაკოთ.

- სალომე ზურაბიშვილი, პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, ქართველებს ნატოსა და ევროკავშირში სწრაფ ინტეგრირებას დაპირდა. მიაღწევს იგი ამ მიზანს?

- და რატომაც არა? ქართველებს, ჩვენს მსგავსად, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი აქვთ, ასევე ინტეგრაციის მაღალი დონე ნატოსთან - საქართველო, უკრაინასთან შედარებით, უფრო მაღალი დონით თანამშრომლობს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან. ქართველები აქტიურად მუშაობენ საგარეოპოლიტიკური მიმართულებით. ასე რომ, მიზნის მიღწევა სრულიად რეალურია. (...)

- როგორ განვითარდება უკრაინისა და საქართველოს ურთიერთობა უახლოეს წლებში?

- ჩვენს ქვეყნებს საბჭოური წარსულისაგან დაშორება სურთ - ამ საკითხში კიევს და თბილისს ურთიერთშეხების წერტილები აქვთ. ჩვენც და ქართველებიც შავი ზღვის აუზის ქვეყნებში ვცხოვრობთ და ამ თვალსაზრისით, შეგვიძლია წინააღმდეგობა გავუწიოთ შავი ზღვის აუზის მილიტარიზების პოლიტიკას. გარდა ამისა, საყურადღებოა ბალტია-შავი ზღვის ქვეყნების ღერძიც - ამ ზონაში იგულისხმება ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთის, პოლონეთის და საქართველოს თანამშრომლობა. ვფიქრობ, ეს პარსპექტიული მიმართულებაა ჩვენს ურთიერთობებში.


ბეჭდვა