აზერბაიჯანელი ანალიტიკოსი: აშშ-ის მიერ ვაზიანის აეროდრომის მოდერნიზება სამხრეთ კავკასიას კარგს არაფერს უქადის... ბაქოს და ანკარას ეს ფაქტი უკიდურესად არ აწყობთ
აზერბაიჯანელი ანალიტიკოსი: აშშ-ის მიერ ვაზიანის აეროდრომის მოდერნიზება სამხრეთ კავკასიას კარგს არაფერს უქადის... ბაქოს და ანკარას ეს ფაქტი უკიდურესად არ აწყობთ
12:09 14.11.2018
აზერბაიჯანულ გამოცემა «Новое время» -სთვის მიცემულ ინტერვიუში აზერბაიჯანის პარტია „ახალი დრო“-ს („ენი ზამან“) თავმჯდომარე მუსა აღაევი, საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებზე საუბრისას, საქართველოში აშშ-ის მიერ ვაზიანის აეროდრომის მოდერნიზების საკითხზეც აკეთებს კომენტარს.

საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთა ამონარიდს ინტერვიუდან:

- ცნობილი გახდა, რომ აშშ საქართველოში სამხედრო აეროდრომის რეკონსტრუქციას გეგმავს. რას იტყოდით ამასთან დაკავშირებით?

- დიახ, ვაზიანის აეროდრომის მოდერნიზება, რომელიც საბჭოთა პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ხუთი აეროდრომიდან ერთ-ერთი იყო, სამხრეთ კავკასიის რეგიონს კარგს არაფერს უმზადებს... ეს საშიში განზრახვაა. 2008 წელს ამერიკელებმა საქართველო უკვე გამოიყენეს რუსეთის წინააღმდეგ. რით დასრულდა მაშინ ყველაფერი, ალბათ ყველას კარგად ახსოვს. ახლა ვაშინგტონი კვლავ ცდილობს გამოიყენოს უკრაინა და სამხრეთ კავკასია. აშშ არ წყვეტს მცდელობებს თავისი ამბიციები მთელ რეგიონზე გაავრცელოს. საქართველოსთვის გაკვეთილი უნდა იყოს ის, რაც მის უახლოეს წარსულში მოხდა და დასკვნები უნდა გააკეთოს. პრინციპში, დასკვნები ჩვენ, ყველამ ერთად უნდა გამოვიტანოთ.

ვფიქრობ, საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო აეროდრომის გახსნა აზერბაიჯან-თურქეთ-საქართველოს სამხედრო კავშირის კონსტექსტშიც უნდა იქნეს განხილული. იმიტომ, რომ ბაქოს და ანკარას ეს ფაქტი უკიდურესად არ აწყობთ.



წყარო: novoye-vremya.com


ბეჭდვა