ინტერვიუ რუსეთში შვეიცარიის ელჩ ივ როშესთან: როდის ამოქმედდება შეთანხმება ტვირთების მონიტორინგის მექანიზმის შესახებ
ინტერვიუ რუსეთში შვეიცარიის ელჩ ივ როშესთან: როდის ამოქმედდება შეთანხმება ტვირთების მონიტორინგის მექანიზმის შესახებ
13:59 09.10.2018
რუსეთში შვეიცარიის ელჩს ივ როშეს ინტერვიუ ჩამოართვა რუსული საინფორმაციო სააგენტო РИА Новости-ს კორესპონდენტმა.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- თქვენი ქვეყანა შუამავალია რუსეთსა და საქართველოს შორის, ორივემ ხელი მოაწერა კომპანია SGS-თან შეთანხმებას ტვირთების მონიტორინგის მექანიზმის თაობაზე და როდის ამოქმედდება ეს მექანიზმი?

- ზუსტი თარიღის დასახელება არ შემიძლია. მე პირადად ძალიან მოუთმენელი კაცი ვარ - მინდა, რომ პროცესი მალე დაიწყოს, მაგრამ ჯერ-ჯერობით ჭიანურდება. ისე, ფაქტია, რომ პროგრესი ნამდვილად არის. სირთულეები იმიტომ ჩნდება, რომ მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობას სპეციფიკური ხასიათი აქვს. ეს ძალიან დელიკატური საკითხია. ზოგჯერ ეროვნული მომენტი და პოლიტიკური ატმოსფერო ერთობლივ მუშაობაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. პროცესის ბლოკირებას ის ობიექტური მიზეზები კი არ ახდენენ, რომლებიც კონკრეტულ საკითხებთანაა დაკავშირებული, არამედ რაღაც პოლიტიკური გარემოებები ამუხრუჭებენ. მაგრამ, ვიმეორებ, სიტუაცია შესამჩნევად უმჯობესდება. ვფიქრობ, ორივე მხარე აშკარად გამოხატავენ ურთიერთობის გაუმჯობესების სურვილის ნებას. რუსეთში ბევრი ქართველი ცხოვრობს და მუშაობს, ქვეყნებს შორის ვაჭრობა მიდის, საქართველოში მილიონობით ტურისტი ჩადის... ასე რომ, საბაზო სიტუაცია საკმაოდ კარგია. ამასთან, არის საერთო დაინტერესებაც ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. რას ვიზამთ, ზოგჯერ მსგავსი შეთანხმებები შეიძლება პოლიტიკური ატმოსფეროს შედეგად გარკვეულ მომენტში მძევლებად იქცნენ... ჩვენ მომთმენები უნდა ვიყოთ და ველოდოთ.

ბეჭდვა