მიხეილ სააკაშვილმა კარგად დაიწყო, მაგრამ ცუდად დაამთავრა-რომელი ქვეყანა უფრო ეფექტურად ებრძვის კორუფციას
მიხეილ სააკაშვილმა კარგად დაიწყო, მაგრამ ცუდად დაამთავრა-რომელი ქვეყანა უფრო ეფექტურად ებრძვის კორუფციას
11:58 27.03.2018
რუსეთის ერთ-ერთმა ფონდმა («Центр открытости общества»), რომელიც იკვლევს, თუ რამდენადაა საზოგადოება ღია, როგორი დამოკიდებულება აქვთ საზოგადოების წევრებს სხვადასხვა მანკიერი მოვლენებისადმი და ა.შ., შეისწავლა საკითხი - პოსტსოციალისტურ სივრცეში სად უფრო წარმატებით ებრძვიან კორუფციას. როგორც აღმოჩნდა, პირველ ადგილზეა ესტონეთი (შეფასება - 2,55), მეორეზე - პოლონეთი (2,53), მესამეზე - ლატვია (2,51), მეოთხეზე - სლოვენია (2,51), მეხუთეზე კი - საქართველო (2,44). აღსანიშნავია, რომ საქართველომ უკან ჩამოიტოვა ჩეხეთი (2,13), რუმინეთი (2,06) და სხვა ქვეყნები, რუსეთზე (1,89) რომ არაფერი ვთქვათ.

„კომსომოლსკაია პრავდას“ ჟურნალისტი ვლადიმერ ვორსობინი ესაუბრება ფონდის ხელმძღვანელს ალექსანდრე სტრახოვს:

„ჩვენ შევისწავლეთ 16 პოსტკომუნისტური ქვეყანა, რომლებმაც თითქმის ერთდროულად დაიწყეს კორუფციასთან ბრძოლა 1990-იან წლებში. ასეთი სხვადასხვა შედეგი გასაკვირი არაა, რადგან ბევრ აღმოსავლეთევროპულ ქვეყანას კორუფციასთან ბრძოლაში ევროკავშირის წევრობა დაეხმარა: აფინანსებდა რეფორმებს და აკონტროლებდა კიდეც“, - ამბობს ალექსანდრე სტრახოვი.

- რით დაიწყეს ბრძოლა მექრთამეობასთან ბრძოლა წარმატებულმა ქვეყნებმა, სასჯელი გაამკაცრეს?


- ამ მხრივ საინტერესოა საქართველოს მაგალითი, სადაც პრობლემის გადაჭრას რადიკალური გზით შეუდგნენ - დამნაშავეების წინააღმდეგ უმკაცრესი ზომები მიიღეს. ქრთამის აღებისათვის მინიმალური სასჯელი - 6-წლიანი თავისუფლების აღკვეთა... საქართველოს ხელმძღვანელებმა კორუფციას კავკასიურად თავგამოდებით შეუტიეს, მაგრამ ამ ბრძოლაში უდანაშაულობის პრეზუმფცია დაივიწყეს. მართალია, ქვეყანამ საკმაოდ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია, მაგრამ ასეთმა სიმკაცრემ უდანაშაულო ადამიანებიც შეიწირა.

- მე რამდენჯერმე ვიყავი საქართველოში და ვხედავდი, რომ თავდაპირველად მოქალაქეები მხურვალედ უჭერდნენ მხარს ასეთ სიმკაცრეს, მაგრამ შემდეგ...

- დიახ, დასაწყისში მიხეილ სააკაშვილის ანტიკორუფციული მოძრაობა მასობრივი იყო. მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერდა პრეზიდენტის პოლიტიკას, მაგრამ შემდეგ, როცა უკანონობა [და უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევები] გამოვლინდა, მიხეილ სააკაშვილისადმი ნდობა შემცირდა, პრეზიდენტობის ვადის დასრულების შემდეგ იგი იძულებული გახდა სამშობლოდან გაქცეულიყო.




წყარო: «Комсомольская правда» (რუსეთი)





ბეჭდვა