ინტერვიუ უკრაინის ვიცე-პრემიერთან: უკრაინასთან შედარებით ქართველებმა წინ გაჭრა შეძლეს
ინტერვიუ უკრაინის ვიცე-პრემიერთან: უკრაინასთან შედარებით ქართველებმა წინ გაჭრა შეძლეს
15:47 09.03.2018
უკრაინის ვიცე-პრემიერმა ივანა კლიმპუშ-ცინცაძემ, ესტონეთში, ტალინში ყოფნისას, ინტერვიუ მისცა გაზეთ Postimees-ის კორესპონდენტს ჰანა-ჰულდა რეინკორტს, რომელშიც „აღმოსავლეთის პარტნიორობისა“ და მასში უკრაინის მიზნებსა და როლზე საუბრობს. გარდა ამისა, ვიცე-პრემიერი ერთმანეთს ადარებს უკრაინისა და საქართველოს სწრაფვის ტემპებს ევროკავშირთან ინტეგრაციისათვის.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- თქვენი აზრით, რომელი ქვეყანა უფრო აქტიურობს „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ წევრებს შორის - უკრაინა თუ საქართველო?


- მე ვიტყოდი, რომ ძირითადი ლიდერი მაინც უკრაინაა - თუ იმ ფაქტს არ მივიღებთ მხედველობაში, როცა ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა კიეველი და ბრიუსელელი დიპლომატების ექვსწლიანი ძალისხმევის შედეგი წყალს გაატანა და უარი თქვა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე.

უკრაინასთან შედარებით საქართველოს ევროკავშირისაკენ წინსვლა უფრო მდოვრე, ნელი იყო. თუმცა ქართველებმა შეძლეს წინ გაჭრილიყვნენ, მაშინ როცა ჩვენ იძულებული ვიყავით ჩამორჩენა აღმოგვეფხვრა. გარდა ამისა, ჩვენ მოგვიწია ასოცირების შეთანხმების რერატიფიცირების რთული პროცესის გავლა. გავიხსენოთ, რომ ჰოლანდია ამ შეთანხმების წინააღმდეგი იყო. ამიტომ ის ძალაში შევიდა მხოლოდ 2017 წლის პირველ სექტემბერს. ჩვენ ასევე ვართ ერთადერთი ის სახელმწიფო, რომელმაც ამ შეთანხმების გამო ომში ურიცხვი ადამიანი დაკარგა“-განაცხადა ვიცე-პრემიერმა.



წყარო: «Postimees» (ესტონეთი)


ბეჭდვა