ინტერვიუ ლეონიდ კრავჩუკთან: სააკაშვილმა თავისი რევოლუციური გამოცდილება საქართველოში უნდა გამოიყენოს და არა უკრაინაში
ინტერვიუ ლეონიდ კრავჩუკთან: სააკაშვილმა თავისი რევოლუციური გამოცდილება საქართველოში უნდა გამოიყენოს და არა უკრაინაში
11:43 14.12.2017

უკრაინის პირველმა პრეზიდენტმა ლეონიდ კრავჩუკმა საქართველოს ექსპრეზიდენტ

მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელ კიევურ თავგადასავლებთან და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ინტერვიუ მისცა რუსეთის სახელმწიფო ტელეკომპანია Russia Today-ს, რომელშიც მან ისაუბრა უკრაინის საგარეო და საშინაო პოლიტიკაზე, ქვეყნის პოლიტიკურ-ადმინისტრაციულ მოწყობაზე, უკრაინელი ხალხის ისტორიის საკითხებზე, რუსეთის პრეზიდენტის არჩევნების სავარაუდო შედეგებზე, საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პერსპექტივაზე უკრაინაში და ა.შ.

საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- როგორც ამბობენ, დღეს უკრაინაში კიდევ ერთი „მაიდანი“ მზადდება ახალი და ძველი გმირების მონაწილეობით. პროცესის სათავეში ოდესის ექს-გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს ვხედავთ, რომელიც თავის თავს „უკრაინის გადამრჩენელს“ უწოდებს. თქვენი აზრით, როგორია მისი პერსპექტივა? მართლაც გადაარჩენს უკრაინას მიხეილ სააკაშვილი?

- მე ვეთანხმები ჩემი კოლეგებისა და თანამოაზრეების აზრს, რომლებიც თვლიან, რომ მიხეილ სააკაშვილმა თავისი რევოლუციური გამოცდილება საქართველოში უნდა გამოიყენოს და არა უკრაინაში. პირდაპირ გეტყვით: მე პირადად არ ვიყავი მომხრე იმისა, რომ უკრაინაში მიხეილ სააკაშვილი და სხვა პირები მოწვეულიყვნენ. თავიანთი საქმიანობით მათ მალე აჩვენეს, რომ ჩვენთან ვერაფერს ვერ შეცვლიდნენ. უკრაინას თავისი ტრადიციები, თავისი ისტორიული ფესვები აქვს, რომლებიც საკმაოდ განსხვავდება სხვა ქვეყნებისაგან. ამიტომაც მე არ ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილს თავისი მოქმედების მეთოდებით სიტუაციის შეცვლა შეუძლია, გნებავთ რევოლუციური გზით.

ამასთან, მე ადრეც მითქვამს [უკრაინის ხელისუფლებისადმი] და ახლაც გავიმეორებ: თუ მიხეილ სააკაშვილმა რაიმე დანაშაული ჩაიდინა, ეს სასამართლოში უნდა დაამტკიცოთ. თუ ბრალი არაფერში მიუძღვის, მაშინ თავი უნდა დაანებოთ. აი, ეს იქნება დემოკრატიული მიდგომა.



წყარო: «TV Russia Today»


 

ბეჭდვა